წელს ევროპაში ბოლო ასი წლის მანძილზე ყველაზე ცივი ზამთარი იქნება

ბოლო ასი წლის მანძილზე ევროპაში წელს ყველაზე ცივი ზამთარი იქნება. მეტეოროლოგები ურჩევენ მოსახლეობას, რომ თბილი ტანსაცმელი შეიძინონ.
პროგნოზი არქტიკული მასების ციკლონური გადაადგილების მექანიზმს ეფუძნება, რომელიც, თავის მხრივ, მზის აქტივობაზეა დამოკიდებული. გერმანელი სინოპტიკოსის, დიმინიკ იუნგის პროგნოზით, ევროპას რამდენიმე თვის განმავლობაში არქტიკული ცივი ჰაერის მასები მოიცავს. ციკლონით გამოწვეული ღრუბლები მზეს დაეფარება და ამას ტემპერატურის დაწევა მოჰყვება.
იუნგის პროგნოზით, ყველაზე ძლიერი ყინვები 2017 წლის იანვარ-თებერვალშია მოსალოდნელი.

კომენტარები

სხვა სიახლეები