„წელი გაქრა, კანი ჩამოიწელა, მკერდი დაპატარავდა, კბილები დამცვივდა, ცოტა უსამართლობაა…“ – ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოებას რჩევას სთხოვს
ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი მოდელი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში სხვადასხვა საკითხებზე პოსტების წერით გამოირჩევა.
უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი ორსულობა და მშობიარობის შემდეგ, სხეულის ფორმაში ჩადგომაა. ნუკი ამჯერადაც აღნიშნულზე საუბრობს და მის მიმდევრებს რჩევას ეკითხება:
“ეს პოსტი არ არის განკუთვნილი მამაკაცებისთვის, თუმცა რომ იციან, რაზე ვწერ, მგონი ისედაც არ “მაფოლოვებენ”. ჰოდა, რატომ ეს ფოტო? ტელეფონში ვათვალიერებდი ფოტოებს (ამ ფოტოს ვუგზავნი ვიღაცას, რომ ვაჩვენო, რა მაგრა დამიფარეს ტატუ გადაღებაზე. ძველი ფოტოააა!!! მგონი სამი წლის!!!!!) საქმე რაშია?! სად წავიდა ჩემი მკერდი??? არა, მართლა სად არის? ყოველთვის მესმოდა, რომ ძუძუს რომ აჭმევ, ფორმა გიფუჭდებაო (ამას შეგუებული ვიყავი, ისედაც არ მივარგოდა არასდროს), მაგრამ არ აჭამო, გაგიქრება მკერდიო, არ ვიცოდი. მართალია მაინც ვაჭმევდი, რომც მცოდნოდა, მაგრამ რა ვიცი, ეთქვა ვინმეს.
ან წელი გაგიქრებაო, რატომ არავინ მითხრა. ყოველთვის მეგონა, მცირედი ცვლილება იყო მშობიარობის შემდეგ მოსალოდნელი, თურმე სად ბანაობ?! წელი გაქრა, კანი ჩამოიწელა, მკერდი დაპატარავდა, კბილები დამცვივდა, თმა შემითხელდა, კიდევ რა? გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ახლოსაც ვერ მოვა იმ ბედნიერებასთან, რაც ორსულობას მოყვება. უბრალოდ ცოტა უსამართლობაა, ჩვენ რომ ასე ვიცვლებით და მამაკაცები არა… (მაგისიც ხომ არის ეს შვილი).
ფილოსოფია და ფემინიზმი გვერდზე იყოს და როგორ ფიქრობთ, არის შანსი, დაიბრუნო ფორმები გაჩენის შემდეგ? თუ უნდა შეეგუო მოცემულობას? გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება.”, – წერს ნუკი.
ის ასევე აცხადებს, რომ მისი მეუღლე ბენი, ბავშვის აღზრდაში ძალიან ეხმარება.