ფილოლოგიის დოქტორი, გია მურღულია სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს და ადამიანის წარუმატებლობის მიზეზებზე წერს:
“ვფიქრობ, წარუმატებლობას იწვევს:
1. არასისტემური განათლება ან გაუნათლებლობა;
2. შესაბამისი უნარების (ნებისყოფა, შრომისმოყვარეობა, ანალიზი, გადაჭარბებული ან არასაკმარისი თვითშეფასება; შეუპოვრობა…) არარსებობა;
3. თვითრწმენის არარსებობა;
4. მარცხის მიმართ მდგრადობის არარსებობა;
5. არასწორი არჩევანი (მაგალითად – პროფესიის ან ადამიანის) ან ალგორითმის (მიზნისკენ სავალ ნაბიჯთა თანმიმდევრობის) გაუაზრებლობა;
6. გადაწყვეტილებათა
კორექციის (ზოგადად – ცვლილებათა) შიში;
7. შეცდომის აღიარების შიში;
8. პასუხისმგებლობის აღების შიში;
9. მოვლენათა საბედისწერო გადახლართვა (როდესაც მიზეზი ადამიანის მიღმაა და მას არაფრის შეცვლა არ შეუძლია);
10. პოზიტიური განწყობის არარსებობა – უიმედობა ან სასოწარკვეთა.
ადამიანის განვითარების ერთ-ერთი გზა არა მხოლოდ რაღაცების შეძენა, არამედ რაღაცებისგან გათავისუფლებაც არის.
მეცხრეს გარდა, ყველაფერი ჩვენს ხელშია.”- წერს გია მურღულია.