წარმოუდგენლად ლამაზი ღამის ნიუ-იორკი – ფოტოკოლაჟი

ალბათ ბევრი თქვენგანი ოცნებობს ნიუ იორკში მოხვედრაზე, თუ ასეა მაშინ ეს ფოტოებიც აუცილებლად დაგაინტერესებთ. ფოტოგრაფმა Vincent Laforet-მა ქალაქის ეს გასაოცარი ხედები ვერტმფრენიდან, ანუ 7,500 მეტრის სიმაღლიდან გადაიღო. თუ გგონიათ, რომ ის ვერტმფრენში იჯდა ცდებით, ფოტოგრაფი ამ ხედებს ვერტმფრენზე ჩამოკიდებული იღებდა, რაც მანამდე არავის გაუკეთებია.

vincent-laforet-nyc-16

vincent-laforet-nyc-22

vincent-laforet-nyc-32

vincent-laforet-nyc-42

vincent-laforet-nyc-62

“ეს იყო ყველაზე საშიში და ყველაზე ლამაზი ფოტო მისია ჩემ ცხოვრებაში”, – ამბობს ხელოვანი. მისი შიში უსაფუძვლო არ ყოფილა, იდეა იმდენად გიჟური იყო, რომ ვინსენტის მეგობარმა, საკმაოდ გამოცდილმა პილოტმა ამ ექსპერიმენტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

გაფრენამდე ფოტოგრაფი  Canon 1DX’s-ის ფოტოკამერებით აღჭურვეს. თავად ფოტოკამერები სპეციალურ მოწყობილობებში მოათავსეს იმისთვის, რომ ვერტმფრენის პროპელერის ვიბრაციას გავლენა არ მოეხდინა და ეს ფოტოების ხარისხზე არ ასახულიყო.

vincent-laforet-nyc-75

vincent-laforet-nyc-105

vincent-laforet-nyc-95

vincent-laforet-nyc-85

“მე გადავიღე ფოტოები, რომელთა გადაღებაზეც წლების განმავლობაში ვოცნებობდი”, – ყვება ფოტოგრაფი. ღირდა თუ არა სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ამ ხედების გადასაღებად თავად შეაფასეთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები