წამყვანს პირდაპირ ეთერში გული აერია (ვიდეო)

ნორვეგიული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მოულოდნელი ინციდენტი მოხდა. გადაცემის მსვლელობისას, სტუმრებთან საუბრისას, წამყვანმა ლინ ვიკმა თავი ცუდად იგრძნო. მას სტუმრისთვის ლაპარაკის შეწყვეტა არ სურდა და უბრალოდ წყლის მოსმა გადაწყვიტა, რადგან ეგონა თავს უკეთ იგრძნობდა.
ლინ ვიკმა რამდენიმე ყლუპი მოსვა, რის მერეც მას სტუმრის სიახლოვეს გული აერია. სტუმარიც და თანაწამყვანიც თავიდან შოკში იყვნენ, თუმცა ისტერიკის მოწყობა აზრად არ მოსვლიათ. მას მერე რაც წამყვანმა თავი მოიწესრიგა, დამსწრეებს განუმარტა რომ ორსულად არის, მაგრამ ამის გამჟღავნება ჯერ არ სურდა. მას ინციდენტის შემდეგ ცოტა ხნით სტუდიის დატოვება მოუწია, თუმცა პირდაპირი ეთერი მის გარეშე გაგრძელდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები