“ძმა მივიდა და მკაცრად გააფრთხილა ხმამაღლა იძახეო” – დედა მეორე კლასელ ბავშვს სანთლის გაყიდვას აიძულებს
სოცილაური ქსელის მომხმარებელი ქეთი მოლაშვილი ავრცელებს ფოტოებს სადაც აღბეჭდილია ბავშვი რომელიც სანთლებს ყიდის.
“ეს ბავშვი ამ წუთებში დგას სადგურის მეტროსთან და სანთლებს ყიდის.
მოშორებით დედა და ძმა დგას და თვალყურს ადევნებს.
მე რომ ჩავუარე, ძმა მივიდა და მკაცრად გააფრთხილა ხმამაღლა იძახეო.
ამ პატარამაც სახეგაბრაზებით და მოწყენით დაიწყო:
“ნაკურთხი სანთლები, იყიდეთ ნაკურთხი სანთლები რაა”
ისეთი სახე ჰქონდა, იქვე მოვკვდი.
მოვედი, გამოლაპარაკება მინდოდა,
-ისე არ მომცე ფული,
თუ გინდა მოგყიდიო.
გლდანში ვცხოვრობ და მეორე კლასში ვარო.
აი არ ვიცი ვის დავუკავშირდე,
მით უმეტეს კვირას!
გთხოვთ ვინც იცით მიხედეთ ამ ამბავს!!!
არ შეიძლება მეორე კლასელ ბავშვს სანთლის გაყიდვას აიძულებდეს დედა”!!!!!