“ძვირად დაგიჯენთ ჩემი ოჯახის ფსიქოლოგიურ ტერორს” – ბესო ზანგური

მსახიობი ბესო ზანგური ფეისბუქის პირად გვერდზე სახლში სოციალური სამსახურის წარმომადგენლების სტუმრობაზე წერს.

„სოც. სამსახური დამეცა ტალახიანი ფეხებით წვიმაში, ლაფში. შემოვალთ, ბავშვები რა მდგომარეობაში გყავთო, პოლიციის პიკაპით! როგორც მოვიდნენ, ისევე გავუშვი, ოღონდ არავითარი სახლში შემოშვება. როდემდე ვიტანოთ ფსიქოლოგიური ტერორი ოჯახმა? გეკითხებით!

გულისამრევია ეს ყველაფერი უკვე და ზედმეტი მოგდით. მე მითქვამს, ძალიან ძვირად დაგიჯენთ ჩემი ოჯახის ფსიქოლოგიურ ტერორს. ეს არ არის მუქარა, სამართლებრივი გზით მოგყვებით იცოდეთ და ამ უნამუსობას არ გაპატიებთ“, – წერს ბესო ზანგური.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი ყოფილმა ცოლმა ნინუცა მაყაშვილმა ძალადობაში ამხილა.

კომენტარები

სხვა სიახლეები