ავსტრალიელი პატიმარი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ესპანეთში კანარის კუნძულებს აფარებდა თავს, პოლიციას ჩაბარდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
64 წლის მამაკაცმა პოლიციასთან საუბრისას განაცხადა, რომ მან ციხეში დაბრუნება გადაწყვიტა, რადგან დაიღალა კუნძულზე ცხოვრებით.
,,კუნძული, რომელზეც წლების მანძილზე ვიმალებოდი, მომბეზრდა. ჩემთვის საკმარისია ის დროც, რაც აქ გავატარე“, – განაცხადა ძებნილმა პატიმარმა.