საუთგემპტონის საავადმყოფოს ექიმებმა ხუთი წლის ტედის თავისი პატრონის მონახულების ნება დართეს.
მედიკოსები ვერც კი წარმოიდგენდნენ, თუ რამდენად ნაყოფიერი იქნებოდა ეს ვიზიტი. 65 წლის ინჟინერის, ენდი სასის ცხოვრება, ბოლო დროს, წარუმატებლად მიდიოდა. ის, დიდი ხნის განმავლობაში, ნაწლავების კიბოს ებრძოდა, შემდეგ კი, პნევმონიის შედეგად, მდგომარეობა გაურთულდა. ამიტომ, ექიმებმა გადაწყვიტეს, ის სამკურნალო კომაში მოეთავსებინათ. ენდი სასი კომიდან სამი დღით ადრე გამოვიდა და ეს სწორედ მისი ძაღლის – ტედის დამსახურებაა. როდესაც ძაღლი პალატაში შეიყვანეს და მან იქ მყოფი თავისი პატრონი დაინახა, გაუჩერებელი ყეფა დაიწყო. ენდი კომიდან გამოვიდა. ამის შემდეგ, ექიმებმა ტედის ნება დართეს, ყოველდღეს მოსულიყო და, ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, მამაკაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ის გაწერეს და თავს მშვენივრად გრძნობს.
„სულ ვამბობდი, რომ ტედი გადავარჩინე, როცა თავშესაფრიდან წამოვიყვანე, მან კი საპასუხოდ გადამარჩინა. ის არაჩვეულებრივი ძაღლია!“-ამბობს ენდი სასი. ახლა ტედი სხვებსაც ეხმარება – ის ოფიციალურად მიიღეს თერაპიული ძაღლების სამსახურში და სტუმრობს ხოლმე საავადმყოფოებს, ჰოსპისებს, სკოლებსა და მოხუცებულთა სახლებს. ტედის მედალიც კი მისცეს. მისი პატრონი, ენდი, ძალიან ამაყობს მისით.
სხვა სიახლეები