ძაღლი სახლიდან გაიქცა და იპოვა საავადმყოფო, რომელშიც კორონავირუსით ინფიცირებული მისი პატრონი იწვა, თუმცა ცოცხალს ვერ მიუსწრო
ემოციური ისტორია, რომელიც იტალიის პროვინცია პიზაში მოხდა. Newsweek–ის ცნობით, ძალთლი სახლიდან გაიქცა და იპოვა საავადმყოფო, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული მისი პატრონი იწვა, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში, მომაკვდავი იყო.
7 წლის გერმანული ნაგაზის სახელია სტელა. მისი მეპატრონე მამაკაცის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, ოთხფეხა არსება მარტო დარჩა. რამდენიმე დღის შემდეგ ის სახლიდან გაიქცა და პატრონის ძიება დაიწყო.
საავადმყოფომდე რამდენიმეკილომეტრიანი მაძილის დაფარვის შემდეგ, სტელამ მამაკაცი იპოვა. თუმცა, ძაღლს ის გარდაცვლილი დახვდა.
სტელა გარდაცვლილის ნათესავებმა შეიფარეს.