FPA არის ადვოკატთა ასოციაცია, რომელიც ემსახურება დაკარგულ ცხოველებს. ორგანიზაციას მიუყვანეს ძაღლი, სახელად დეიზი, რომელმაც ყურადღება წონით მიიქცია. ლაბრადორის გარშემოწერილობა 48 ინჩია, რაც 1 მეტრს და 11 სანტიმეტრს მოიცავს.
დაუდგენელია მისი ასაკი და მიზეზი, თუ რატომ იწონის ამდენს დეიზი. ვეტერინარები ვარაუდს გამოთქვამენ, რომ ძაღლს დიაბეტი სჭირს. ლაბრადორის ძველ პატრონს კიბო აღმოაჩნდა და ძაღლის მიხედვა აღარ შეეძლო. ამიტომ დეიზი გარეთ იმ იმედით გაუშვეს, რომ ვინმე წაიყვანდა. ძაღლი FPA-ს ორგანიზაციაში მოხვდა, რომელმაც ის ბეისელის სახლს მიაბარა.
„არ ვიცოდით, რამდენს იწონიდა, მაგრამ იმდენად მძიმე იყო, მანაქანში ვერ ჩავსვით, რომ ვეტერინართან წაგვეყვანა. ამიტომ ვეტერინარი ჩვენთან მოვიდა და სისხლი აუღო, რომ ანალიზი გაეკეთებინა. სიარული შეეძლო, მაგრამ ძალიან ფრთხილობდა. ახლა ველოდებით ვეტერინარის დასკვნას. სავარაუდოდ, დიაბეტი აქვს, მკურნალობის შემდეგ დაკარგავს კოლოგრამებს და ტკივილებიც გაუვლის“,- ამბობს ბეისელი.
დეიზის უკვე ახალი პატრონი ჰყავს და თავს უკეთესად გრძნობს. ლაბრადორს აქამდე არ სურდა სიარული და საჭმელზეც უარს ამბობდა. ამის მიზეზი, როგორც ვარაუდობენ, მცირე სივრცე იყო. ახალ ოჯახს ერთი ძაღლი უკვე ჰყავდა და დეიზისთვის ყველა პირობა შექმნილია, რომ თავი კარგად იგრძნოს. ის მეორე დღესვე ფეხზე დადგა, გასეირნება მოინდომა და საჭმელზეც არ უთქვამს უარი.
სხვა სიახლეები