“ძაღლი ისეთი რაღაცაა, გააძლიერებს ამ ძნელ-ბედობის ჟამს” – მეუფე პეტრეს ლეკვი აჩუქეს (ფოტო)

ჭყოდიდის ეპარქიის მიტროპოლიტობიდან გადაყენებულ მეუფე პეტრეს, ბაღდათიდან ჩამოსულმა მოქალაქემ ჩიხუახუას ჯიშის ლეკვი აჩუქა. იუზა გეგეშიძის განცხადებით,  იგი სპეციალურად  ბაღდათიდან ჩამოვიდა, რათა რთულ პეროდში მამა პეტრესთვის თანადგომა გამოეხატა.
„სახლში ჩიხუახუას ლეკვები მყავს, ერთი წამოვიყვანე მამა პეტრესთვის საჩუქრად. დღეს რომ ტოვებდა ეპარქიას სულ არ ვიცოდი, მაგრამ, ვიფიქრე, ძაღლი ისეთი რაღაცაა, გააძლიერებს ამ ძნელ-ბედობის ჟამს გააძლიერებს-თქო. შეიძლება მაგის ნერვები ამ ადამიანს არ აქვს, მაგრამ მე მის მხარდასაჭერად კი არა, ჩვენი საზოგადოების დასაცავად მოვედი, ქვეყანა გვენგრევა თავზე. ეკლესიიდან უნდა ვისწავლოთ სიყვარული ერთმანეთის, მაგრამ იქ ერთმანეთს ჭამენ“, – აღნიშნა ბაღდათიდან ჩამოსულმა იუზა გეგეშიძემ.
31 ოქტომბერს სინოდის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პეტრე ცაავა წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა შეცვალა.
მამა პეტრე, ჭყონდიდის ეპარქიას დღეს დატოვებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები