ძარცვა, რომლითაც ბიჭს დედისთვის დამოუკიდებლობა უნდა დაემტკიცებინა, ფიასკოთი დასრულდა

 23 წლის ჰასან ალექსანდრე კემპბელმა ფლორიდიდან ბენზინგასამართი სადგურის გაძარცვა სცადა, თუმცა მისი მცდელობა ფიასკოთი დასრულდა. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს მან აუხსნა, რომ უბრალოდ სურდა დედისთვის დაემტკიცებინა, რომ დამოუკიდებელი პიროვნებაა.
ჰასანი შეეცადა, ბენზინგასამართი სადგურის მაღაზია გაეძარცვა, თუმცა გამყიდველმა მას ფული არ მისცა. ბიჭმა გაქცევა სცადა, თუმცა გზა ერთ-ერთმა კლიენტმა გადაუღობა. საბოლოოდ, პოლიციის მისვლამდე, უიღბლო დამნაშავემ გაქცევა ვერ შეძლო. სამართალდამცველებს კი ჰასანმა განუმარტა, რომ „საკუთარ მე-ს“ ეძებდა და უნდოდა დედისთვის დაემტკიცებინა, რომ შეუძლია საკუთარ თავზე თავად იზრუნოს. სხვა მოტივები მას დანაშაულის ჩასადენად არ ჰქონია.
ახლა, ამ შეუმდგარ მძარცველს, ბრალი წარუდგინეს და თუ ჰასანის დედა 23 ათას დოლარს არ გადაიხდის, სასამართლოს მოლოდინში ის წინასწარ პატიმრობაში დარჩება.

კომენტარები

სხვა სიახლეები