ძარცვა ბრიუსელში – სუპერმარკეტის მოლარეს თავს ცეცხლმაქრით დაესხნენ (ვიდეო)

ქალაქ ბრიუსელში მომხდარი ძარცვის ამსახველი კადრები ბელგიის ფედერალურმა პოლიციამ გაავრცელა. 15 სექტემბერს ბრიუსელის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ორი მძარცველი შეიჭრა და მოლარეს თავს დაესხნენ. გამყიდველს მათ ცეცხლმაქრით ქაფიანი აირი მიასხურეს, რის შემდეგაც სალაროდან თანხა გაიტაცეს.
მარკეტის თანამშრომელმა მათ წინააღმდეგობა გაუწია და მძარცველებისგან თავის დაღწევა შეძლო. ამაში მას რიგითი მოქალაქეც დაეხმარა, რომელიც ძარცვის დროს მაღაზიაში იმყოფებოდა. მძარცველებს მან მაღალი ხის სკამი დაუშინა.
ინციდენტი სუპერმარკეტში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა აღბეჭდეს. მომხდარს უკვე იძიებს ბელგიის ფედერალური პოლიცია.

კომენტარები

სხვა სიახლეები