სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II -ის ოჯახის წევრი, გიორგი შიოლაშვილი პატრიარქის აღსაყდრების დღეს უწმიდესისა და უნეტარესის მიერ მონათხრობ ხილვას იხსენებს:
“ეს ფოტო 27 დეკემბერს არის გადაღებული, ოჯახი ვიყავით უწმინდესთან აღსაყდრების დღის მისალოცად, ზუსტად ამ ფოტოს გადაღების დროს გვეუბნება, რომ ძალიან ხშირად, სიზმარში ვნახულობ ევროპის დაცარიელებულ ქალაქებს, სულ ბოქლომები ადევსო. მაშინ ჩვენ ვერ მივხვდით პატრიარქის მოყოლილს. სულ რაღაც ერთ თვეში მოედო ევროპას კორონავირუსი!“, – წერს გიორგი შიოლაშვილი.