“ძალიან მინდოდა ეთხოვა ხელი და ეს დღეც დადგა” – კრისტენ სტიუარტი მეგობარ გოგოზე ქორწინდება

ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი, კრის­ტენ სტი­უ­არ­ტი ორ­წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ პარტნი­ორ გო­გო­ნა­ზე, დი­ლან მე­ი­ერ­ზე ქორწინდება.

“ჩვენ ვქორ­წინ­დე­ბით, ნამ­დვი­ლად ვი­ზამთ ამას… მინ­დო­და მას ეთხოვ­ნა ჩემ­თვის ხელი და მარ­თლაც, მან ყვე­ლა­ფე­რი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მო­ა­წყო. ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი იყო“, – ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

მი­სი­ვე თქმით, სურს, წყნა­რი და ლა­მა­ზი ქორ­წი­ლი ჰქონ­დეთ – “ლოს ან­ჯე­ლე­სის სახ­ლში ვიქ­ნე­ბით და ად­ვი­ლად შე­ეძ­ლე­ბა ყვე­ლას მოს­ვლა. ჩვენ უბ­რა­ლოდ დავ­დგე­ბით და სა­ქორ­წი­ნო ფიცს დავ­დებთ”, – ამ­ბობს კრის­ტე­ნი.

მისი პარტნი­ო­რი დი­ლან მე­ი­ე­რი მწე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბია და “ნე­ტფ­ლიქ­სის” რამ­დე­ნი­მე ფილმზე აქვს ნა­მუ­შე­ვა­რი.

ამ­ჟა­მად, კრის­ტე­ნის ცხოვ­რე­ბა­ში კა­რი­ე­რის კუ­თხი­თაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია. ის ფილმ Spencer-ში პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას როლს ას­რუ­ლებს და კი­ნოკ­რი­ტი­კოს­თა დიდი ნა­წი­ლის აზ­რით, მსა­ხი­ო­ბი ოს­კარ­საც კი იმ­სა­ხუ­რებს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები