ძალიან მალე საყვარელ ადამიანთან ტელეფონით “კოცნას ” შეძლებთ

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ კომპანია Apple-მა გამოიგონა მოწყობილობა, რომელიც საშუალებას აძლევდა ორ ადამიანს საკუთარი გულისცემა გადაეგზავნათ. აღნიშნული ფუნქცია ძალიან მალე გახდა პოპულარული iOS-ის მომხმარებლებისთვის. მოგვიანებით კი ლონდონის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, გადაწყვიტა კიდევ ერთი რომანტიკული ფუნქცია შეეთავაზებინა მსოფლიოს შეყვარებული ტექნომანებისთვის.
უნივერსიტეტის ახალი გამოგონების მეშვეობით, ადამიანებს საშუალება მიეცემათ ერთმანეთს არც მეტი, არც ნაკლები კოცნა გაუზიარონ. ამ ყველაფრის განხორციელებისთვის კი საკმარისია საკუთარი სმარტფონის გამოყენება, რომელიც სპეციალურ მოწყობილობასთან იქნება დაკავშირებული. დივაისის სახელწოდებაზე ბევრი აშკარად არ უფიქრია მწარმოებელს, რადგან მისი სახელი Kiss (კოცნა) და Messenger-ის შეერთებით მიიღეს – Kissenger. გაჯეტი ძალიან მარტივად მუშაობს. კოცნის გამგზავნი გაჯეტს უკავშირებს საკუთარ სმარტფონს, კოცნის სპეციალურ სენსორულ ზედაპირს, რომელიც იღებს მისი ტუჩის ანაბეჭდებს და ინტერნეტის მეშვეობით უგზავნის ადრესატს, რომელსაც ანალოგიურ მოწყობილობასთან აქვს საკუთარი სმარტფონი დაკავშირებული. იგი საკუთარი ტუჩებით ეხება სენსორულ პანელს რომელზეც იგრძნობა კოცნა, რომელიც გამოუგზავნეს. რამდენად პოპულარული გახდება მოწყობილობა და დაინერგება მისი ფართო გამოყენება, წინასწარმეტყველება ამ ეტაპზე რთულია, თუმცა, გაჯეტი აუცილებლად გახდება შეყვარებული ადამიანების საყვარელი ნივთი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მათ რაღაც პერიოდი საჭიროებების გამო დისტანციური ურთიერთობა უწევთ.

წყარო:http://fortunaplus.ge


კომენტარები

სხვა სიახლეები