“ძალიან ვნერვიულობ თენგიზზე” – ცერცვაძის მეუღლე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად უცვლელია. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადის შესაბამის მკურნალობას.

კორონავირუსს სახლში ებრძვის თენგიზ ცერცვაძის მეუღლე, ექიმი ანი თოფურიაც. მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. მისი თქმით, თენგიზ ცერცვაძის აქვს იმუნოდეფიციტი.

„დღემდე ძალიან ვნერვიულობ თენგიზზე, რომელსაც აქვს იმუნოდეფიციტი, თავისი დაავადებიდან გამომდინარე. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სტრესული სამუშაო რეჟიმის გამო განსაკუთრებით იყო გადაღლილი. დაძაბული ვარ, რადგან ჯერ კიდევ არსებობს გართულების რისკი. აღენიშნებოდა ტემპერატურა 38.0 გრადუსამდე. გულ-მკერდის ორგანოების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევით დაფიქსირდა ორმხრივი პნევმონია. იმუნური სისტემის გამოკვლევით დადგინდა იმუნიტეტის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი გაუარესება. ვინაიდან ჩემი მეუღლე წარმოადგენდა ორმაგად მაღალი რისკის ჯგუფს – ასაკისა და მისი თანმხლები დაავადების გამო, გადაწყდა მისი ჰოსპიტალიზაცია“, – ამბობს ანი თოფურია.

კომენტარები

სხვა სიახლეები