“ძალიან დიდი ადგილი უკავია საქართველოს ჩემს გულში” – დანიელმა გოგომ საქართველოს ილუსტრაციები მიუძღვნა (ფოტო)

26 წლის დანიელმა გოგომ Facebook ჯგუფში „გაატარე ოთხივე სეზონი საქართველოში“ საქართველოს თემატიკაზე შექმნილი ილუსტრაციები განათავსა, მინაწერით:

“გამარჯობა დანიიდან, საქართველოს პირველად სამი წლის წინ ვეწვიე და შემიყვარდა თქვენი ქვეყანა და ხალხი. გადავწყვიტე საცხოვრებლად აქ გადმოსვლა. მთელი ორი წელი გავატარე საქართველოში. ძალიან მენატრება თქვენი ქვეყანა და ძალიან დიდი ადგილი უკავია მას ჩემს გულში. ვინაიდან ილუსტრატორი ვარ, გადავწყვიტე შემექმნა ნახატების სერია თემაზე გაატარე ზაფხული საქართველოში და ძალიან მიხარია, რომ ამ ფორმით მაინც შემიძლია მხარი დაგიჭიროთ და დაგიდგეთ გვერდში”, – წერს ლივია.

კომენტარები

სხვა სიახლეები