რეჟისორი ქეთი დოლიძე მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
“ძალადობაზე თუ რამე გინდა თქვა, 11 წელი არ უნდა ელოდო 5 ათას ლარიან კონვერტს! აბა, ეხლა მეც ჩამქოლეთ” – წერს ქეთი დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა გადაცემაში “ფარული კონვერტი” რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში დაადანაშაულა.