„ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობაა”- დღეს ჭაბუა ამირეჯიბის გარდაცვალების დღეა

დღეს, XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, ჭაბუა ამირეჯიბის დაბადების დღეა.
ჭაბუა (მზეჭაბუკ) ირაკლის ძე ამირეჯიბი 1921 წლის 18 ნოემბერს თბილისში დაიბადა. ჭაბუა ამირეჯიბის დედა, მარიამ მიხეილის ასული ნაკაშიძე, აფხაზეთის, სამეგრელოს და გურიის მთავრებისა: შერვაშიძეების, დადიანების, გურიელებისა, მიქელაძეებისა და ნაკაშიძეების პირდაპირი შთამომავალი იყო. მწერლის მამა, ირაკლი გიორგის ძე ამირეჯიბი, ცნობილი ადვოკატი, ამირეჯიბების ჩამომავალი იყო.
ჭაბუამ თბილისის 46-ე საშუალო სკოლა და ამიერკავკასიის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკუმის რადიოფაკულტეტი დაამთავრა.

1939 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. ერთი წლის შემდეგ კი, ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადავიდა.
1941 წლის 23 ივნისს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან მეორე დღეს, ჯარში წაიყვანეს.12357965_438433396352051_1913852414_n
მწერლის მამა 1938 წელს დახვრიტეს, დედა გადაასახლეს. აღსანიშნავია, რომ მისი ბიძა, შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი, პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე, 1924 წლის აჯანყების პარიტეტული კომიტეტის წევრი და ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოადგილე იყო პოლიტიკურ დარგში.
იმ დროს სპარსეთის ყურედან ირანის გავლით, ამიერკავკასიაში მოკავშირეთა სამხედრო დახმარება იგზავნებოდა – ავტომანქანები, შეიარაღება….. მწერალმა ერთ-ერთი კოლონის მეთაურის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.
მშობლებისა და ნათესავების პიროვნების გარკვევის შემდეგ, ჭაბუა ამირეჯიბი სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს და მწერალი თბილისში, უნივერსიტეტის მეორე კურსზე დაბრუნდა.
1943 წელს კი, მწერალი „საქართველოში საბჭოთა წყობილების დასამხობად შეიარაღებული აჯანყების მზადების“ საქმის ფიგურანტი გახდა. ორგანიზაციას, რომელშიც წევრობისთვის მწერალი დააკავეს, „თეთრი გიორგი“ ერქვა. 1944 წლის აპრილში მწერალს მიესაჯა 25 წლის პატიმრობა. პროკურორის მიერ განაჩენის გასაჩივრების შემდეგ მოსამართლემ ის ლმობიერად 12367087_438433386352052_1756282300_nჩათვალა და შეიცვალა უმაღლესი ზომით – დახვრეტით.
სამი თვე მწერალმა სიკვდილმისჯილთა საკანში გაატარა.
ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბი ოჯახური პრობლემების წინაშე დადგა. მწერლის დედა, სხვადასხვა ბანაკში 10- წლიანი ყოფნის შემდეგ, დაბრუნდა, მისი უმცროსი და – ნათია ამირეჯიბი დეიდებთან იზრდებოდა. მწერლის უფროსი და, როდამი მოსკოვში ცხოვრობდა და ჯერ მიხაილ სვეტლოვის ცოლი იყო, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ – ფიზიკოს ბრუნო პონტეკორვოს გაჰყვა ცოლად. ამ პერიოდის შესახებ ოტია პაჭკორია შექმნის ლიტერატურულ პორტრეტს „ჭაბუა და ბრუნო“. მწერლის და – როდამი მეორე ქმრის სიკვდილის შემდეგ თბილისში დაბრუნდა, სადაც 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. როდამ ამირეჯიბი პატრონობდა დედასა და ჭაბუას პატიმართა ბანაკებში და მარტოდ დარჩენილ უმცროს დას, ნათიას უვლიდა.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ამირეჯიბს 6 შვილი ჰყავს სხვადასხვა ცოლისგან. მიაჩნდა, რომ „ეს ბანაკებსა და თავისუფლებას შორის მიმოქცევის შედეგია, მაგრამ ღმერთმა იმით დააჯილდოვა, 40 წლის განმავლობაში, ნამდვილ მეუღლესთან, პოეტ თამარ ჯავახიშვილთან ერთად, ცხოვრობდა სრულ თანხმობაში“.
რაც შეეხებათ მის შვილებს, უფროსი ქალიშვილი მანანა ამირეჯიბი მამის მსგავსად მოთხრობებს წერს და იბეჭდება. მომდევნო ქალიშვილი, დედისა და ბაბუის მსგავსად, იურისტი გახდა და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოში მუშაობდა.12386610_438433389685385_406277139_n
მწერლის უფროსი ვაჟი ირაკლი ამირეჯიბი აფხაზეთის ომში იბრძოდა, სადაც დაიღუპა. ის აეფარა ჟურნალისტს და გადაარჩინა, რისთვისაც ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა სიკვდილის შემდეგ. მწერლის მეორე ვაჟი, ლაშა ამირეჯიბი მოქანდაკეა და აფხაზეთის ომის ვეტერანია. მესამე ვაჟი – ქუცნა ამირეჯიბი დოკუმენტური ფილმების რეჟისორ-ოპერატორია და მამამისზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ავტორი. მწერლის მეოთხე ვაჟი – შალვას ამირეჯიბი – განათლებით ბიოლოგია და აფხაზეთის ომის ვეტერანია. დარჩა ცხრა შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი.
2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. მწერლის ფიზიკური მდგომარეობის გამო ბერად აღკვეცის წესი ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ მისსავე სახლში შეასრულა. ამ საიდუმლოს მწერლის მოძღვარი დეკანოზი, მამა ტარიელ სიკინჭილაშვილიც ესწრებოდა. როგორც მეუფე სერაფიმემ, საიდუმლოს შესრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი ეწოდა წმინდა მეფის – დავით აღმაშენებლის სახელი. ბერ დავითს, კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, წერის გაგრძელება შეუძლია, თუკი მას ამის სურვილი ექნება. წესის შესრულების შემდეგ, ბერ დავითს ბერული სამოსელი, სკვნილი გადასცეს და ერზე, სამშობლოზე ლოცვის კურთხევა მისცეს.
ჭაბუას პირველი მოთხრობა “რატომ არ დამაცადე” 1960 წელს გამოქვეყნდა.
ამირეჯიბს ეკუთვნის მოთხრობათა კრებულები: “გზა” (1962), “ძია შოთას ბადია” (1965), არაკების კრებული “თაფლის წვეთი” (1968), კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, სცენარები, სტატიები კინემატოგრაფიის საკითხებზე.
უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია:
მოთხრობები “ჩემი მეჯღანე ბიძა” (მოთხრობების კრებული, 1963); “ხარის აღსარება” (მოთხრობების კრებული,1964); “გიორგი ბურდული” (ნოველა, 1965); “დათა თუთაშხია” (რომანი, 1973-1975); “გორა მბორგალი” (რომანი, 1984-1994); “გიორგი ბრწყინვალე” (რომანი, 2003).
მწერალი 1994 წელს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. 2001 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა, 2002 წელს კი, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
ჭაბუა ამირეჯიბი 92 წლის ასაკში, თბილისში გარდაიცვალა. მწერალი დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.

კომენტარები

სხვა სიახლეები