„ცხოვრება გრძელდება!“ – ქორწინება ტყვიების ომში (ვიდეო)

 

კიევში  ტერიტორიული დაცვის ერთ-ერთი ბატალიონის მებრძოლებმა, ლესიამ და ველერმა იქორწინეს. წყვილის ქორწინების კადრები კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გამოაქვეყნა და მათ დაქორწინება მიულოცა.

„ისინი დიდი ხანია, სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებიან, ახლა კი ოფიციალური ქორწინება გადაწყვიტეს. ცერემონია ერთ-ერთ ბლოკპოსტთან ჩატარდა, კიევის შემოსასვლელთან“
კლიჩკოს თქმით, უკრაინაში ბოლო ათი დღის განმავლობაში 457 ბავშვი დაიბადა.

კომენტარები

სხვა სიახლეები