“ცხოვრება არ არის სამართლიანი, თუ დაეცემი და არ ცდილობ ადგომას, წარმატებას არ იმსახურებ“ – ბილ გეითსი
გსურთ გაიგოთ რამდენიმე ფაქტი ბილ გეითსის წარმატების შესახებ? გეითსი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი მას შემდეგ გახდა, რაც Microsoft 1975 წელს დაარსდა. მისი ქონება 2021 წლისთვის 100 მილიარდ დოლარს აღემატება.
მილიარდერი მისი გამოცდილების შესახებ სხვადასხვა პლატფორმებზე ხშირად საუბრობს. წარმოგიდგენთ წარმატების 10 გაკვეთილის, რომელიც გეითსმა საზოგადოებას გაუზიარა.
1. დაიწყეთ რაც შეიძლება ადრე
ბილ გეითსის წარმატების პირველი გაკვეთილია – არ გადადო! ის მხოლოდ 13 წლის იყო, როცა კომპიუტერთან მუშაობა დაიწყო. როდესაც რაღაცას იწყებ ადრეულ ასაკში, შენ ყალიბდები ამ სფეროს გარშემო.
ადრე დაწყების შემთხვევაში არა მხოლოდ გექნებათ შანსი მიაღწიოთ წარმატებას სხვებთან შედარებით მალე, არამედ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დანებდეთ. გაათავისუფლეთ გონება ზედმეტი შეზღუდვებისგან. ისწავლეთ ყველა წყაროს საშუალებით.
2. გაამყარეთ პარტნიორული ურთიერთობები
ბილ გეიტსს ძალიან უყვარდა პარტნიორული ურთიერთობების გაფორმება ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ ლიდერები. ის ბედნიერი იყო მათთან ურთიერთობით და ბევრი საჭირო თვისება გამოიმუშავა. ახალგაზრდობაში მან დაამყარა ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც აუცილებლად დაეხმარებოდნენ მას მომავალ საქმიანობაში.
3. საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე წელიწადში 60 000 დოლარს არ გამოიმუშავებთ
როგორი განათლებაც არ უნდა გქონდეს, გამოცდილება მაინც გჭირდება იმისთვის, რომ მაღალ დონეზე იმუშაო. თქვენ არ დაინიშნებით მრავალეროვნული კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად მხოლოდ იმიტომ, რომ ბიზნესის მენეჯმენტის ხარისხი გაქვთ. თანამდებობები უნდა მოიპოვო, ან საკუთარი კომპანია შექმნა.
4. რაც შეიძლება მალე იყავი საკუთარი თავის უფროსი
ბილ გეითსი საკმაოდ ადრეულ ასაკში გახდა ბოსი. მან ეს დაიმსახურა და ამან შესანიშნავ მდგომარეობაში ჩააყენა თავისი წარმატების სრული კონტროლით. “თუ არ ასრულებ შენს ოცნებას, სხვა დაგიქირავებს მათი ასრულებისთვის.” – Ბილ გეითსი.
5. ნუ წუწუნებ შეცდომებზე, ისწავლე მათზე
რა აზრი აქვს თქვენს შეცდომებში სხვების დადანაშაულებას? ვის მოტყუებას ცდილობ? შეცდომებზე უნდა ისწავლოთ. “თუ ცდებით, ეს თქვენი მშობლების ბრალი არ არის, ამიტომ არ ინანოთ, ისწავლეთ მათგან“. – Ბილ გეითსი
6. იყავით ერთგული
ყველა მეწარმე ყოველთვის იყენებს ამას, როგორც სასარგებლო რჩევას. თქვენ უნდა იყოთ თქვენი საქმის ერთგული. წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ დაწყებულ საქმეს ნებისმიერ ფასად მიიყვანთ ბოლომდე.
7. საუკეთესო სკოლა ცხოვრებაა და არა უნივერსიტეტი ან კოლეჯი
რამდენი წიგნიც არ უნდა წაიკითხოთ, რამდენი ტესტიც არ უნდა ჩააბაროთ, რეალურ სამყაროში ცხოვრებისთვის ვერანაირი უნივერსიტეტი ან სკოლა ვერ მოგამზადებთ. ”თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მასწავლებელი მაგარია, დაელოდეთ, სანამ უფროსი გეყოლებათ. მას თანამდებობაზე ვადა არ აქვს.” – ბილ გეითსი
8. იყავით კეთილგანწყობილი უცნაური ადამიანების მიმართ
უცნაური ადამიანებისგან უფრო მეტს ისწავლით. კომფორტის ზონიდან გასვლა თქვენს განვითარებას უწყობს ხელს. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პარტნიორი უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებს, შესაძლოა, ის საკითხს სხვა რაკურსიდან ხედავს, რაც თქვენთვისაც მომგებიანი იქნება.
9. ტელევიზია არ არის რეალური ცხოვრება
თქვენ უნდა შეწყვიტოთ ტელევიზიაზე დამოკიდებულება და გჯეროდეთ, რომ ის, რასაც ხედავთ, შეიძლება, ზოგიერთ შემთხვევაში, რეალური არც იყოს. რეალური ცხოვრება გაცილებით რთულია მათთვის, ვინც მცირე წარმატებას მაინც მიაღწია. ისინი ბევრს მუშაობენ გადასახადების დასაფარად და ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
10. ცხოვრება არ არის სამართლიანი
ბილ გეითსის წარმატების კიდევ ერთი გაკვეთილი არის იმის გაგება, რომ ცხოვრება არ არის სამართლიანი. რაც არ უნდა შრომობდე ცხოვრებაში, ყოველთვის იქნება შემთხვევები, როცა რაღაც არასწორედ მოხდება და ეს შესაძლოა, შენი ბრალი არ იყოს. „თუ დაეცემი და არ ცდილობ ადგომას, წარმატებას არ იმსახურებ“.
წყარო:wealthygorilla.com