ლვოვში ჰუმანიტარული მისიით ჩასული ჰოლივუდის ვარსკვლავის ანჯელინა ჯოლის ფოტოები და ვიდეო უკვე მთელმა მსოფლიომ იხილა, თუმცა არანკლებ პოპულარული გახდა ბიჭი, რომელიც კაფეში, სადაც ჯოლი იყო, ურეაქციოდ იჯდა.
მედიაში ვრცელდება მისი პირველი კომენტარიც. 14 წლის იულიანი ამბობს, რომ კინოვარსკვლავი ცხოვრებაში სხვანაირია და სამწუხაროდ, ის ვერ იცნო.
“ველოსიპედის ბორბლის საყიდლად მივდიოდი, ავტობუსმა გამასწრო და იქვე კაფეში შევედი კრუასანისთვის. ყურსასმენი მეკეთა და ინსტაგრამზე პოსტებს ვნახულობდი. უცბათ, მესმის ვიღაც ინგლისურად აძლევს შეკვეთას. ვიფიქრე, რომელიმე ინსტაგრამვარსკვლავი იქნებოდა და ყურადღება არ მივაქციე. სახლში როცა დავბრუნდი დედამ მანახა ვიდეო.
ცხოვრებაში ის სულ სხვანაირია, ვერ ვიცანი”, – ამბობს მერვეკლასელი იულიანი.