არაკომერციული ორგანიზაცია „ხალხი ცხოველებისადმი ეთიკური დამოკიდებულებისკენ“ (PETA) იტალიური მოდის სახლის – Prada-ს ერთ-ერთი აქციონერი გახდა. Prada ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარებს ჯერჯერობით არ აკეთებს, PETA-ში კი აღნიშნავენ, რომ მოდის სახლის „ქვიშიდან თავის ამოყოფის“ და სირაქლემის ტყავისგან დამზადებული პროდუქციის სარეალიზაციო ქსელიდან ამოღების იმედი აქვთ. ორგანიზაციის განცხადებით, ჩანთების, საფულეების და ფეხსაცმლის წარმოების მიზნით, სასტიკ ქმედებებს მიმართავენ. რა რაოდენობით შეიძინა PETA-მ Prada-ს აქციები – ჯერჯერობით უცნობია. ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ მოდის სახლის ყოველწლიურ შეხვედრებზე დასწრებით და ოფიციალური მოწოდების შედეგად ეგზოტიკური ცხოველების ტყავისგან დამზადებული პროდუქციის გაყიდვას ბოლო მოეღება.