“ცხოვ­რე­ბის უმა­დუ­რი არას­დ­როს ვარ” – რით არის მდი­და­რი სო­ფო ბე­დია

“ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო უხ­მოდ სა­უ­ბა­რია”

“ცხოვ­რე­ბის უმა­დუ­რი არას­დ­როს ვარ. ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­და, ღვთის ნე­ბა იყო და ამი­ტომ, რომ მქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა რა­ი­მე შევ­ც­ვა­ლო, მა­ინც არა­ფერს შევ­ც­ვ­ლი­დი”, – მითხ­რა მომ­ღე­რალ­მა სო­ფო ბე­დი­ამ, რომ­ლის ოც­ნე­ბაც გრან­დი­ო­ზუ­ლი სო­ლო კონ­ცერ­ტი და ბევ­რი ახა­ლი სიმ­ღე­რის ჩა­წე­რაა.

– ჩაიხედე სარკეში და მითხარი, რამ­დე­ნი წლის ხარ?

– არც მე­ტი, არც – ნაკ­ლე­ბი, გა­რეგ­ნუ­ლად იმ­დე­ნი წლის ვარ, რამ­დე­ნი­საც სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში გახ­ლა­ვართ. ჩემს ასაკ­თან შე­და­რე­ბით, დი­დი შე­ხე­დუ­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ მაქვს.

– რა გირ­ჩევ­ნია, მო­ით­მი­ნო წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა თუ არა­სო­დეს გა­მო­სცა­დო ის?

– წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა ღმერ­თ­მა არა­სო­დეს გა­მო­მაც­დე­ვი­ნოს, მხო­ლოდ ამას ვუ­სურ­ვებ სა­კუ­თარ თავს. იმედ­გაც­რუ­ე­ბა და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა ყვე­ლა­ზე ცუ­დი რამ არის.

– თუ ცხოვ­რე­ბა ხან­მოკ­ლეა, რა­ტომ ვა­ი­ძუ­ლებთ თავს, ვა­კე­თოთ ის, რაც არ მოგ­ვ­წონს?

– სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის ყო­ვე­ლი დღით ვტკბე­ბი. ვცდი­ლობ, დღე­ე­ბი გა­ვი­ლა­მა­ზო… ყო­ველ­თ­ვის ვა­კე­თებ იმას, რაც ჩემ­თ­ვის გა­მო­სა­დე­გი და მო­სა­წო­ნია.

– რომ მო­გე­ცეს შან­სი, შენს ცხოვ­რე­ბა­ში მხო­ლოდ ერ­თი დე­ტა­ლი შეც­ვა­ლო, რა იქ­ნე­ბო­და ეს?

– არა­ფერს შევ­ც­ვ­ლი­დი. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ისე მოხ­და, რო­გორც უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო… სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. მი­ხა­რია თუ მწყინს, ყვე­ლა­ფერს ერ­თ­ნა­ი­რად გან­ვიც­დი. ვი­სურ­ვებ­დი, რომ არ ვი­ყო ასე­თი ემო­ცი­უ­რი. შე­ვეც­დე­ბო­დი, მაქ­სი­მა­ლუ­რად ბედ­ნი­ე­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ყო­ვე­ლი წა­მით დავ­მ­ტ­კ­ბა­რი­ყა­ვი.

– წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბა გახ­და მსოფ­ლი­ოს ვა­ლუ­ტა. რა ტი­პის სამ­სა­ხუ­რი გაგ­ხ­დი­და მდი­დარს?

– რად­გან ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ბედ­ნი­ე­რე­ბა ვა­ლუ­ტაა, ჩე­მი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა გამ­ხ­დი­და მდი­დარს.

– შენ აკე­თებ იმას, რი­სიც გჯე­რა, თუ ცდი­ლობ და­ი­ჯე­რო იმის, რა­საც აკე­თებ?

– მე ყო­ველ­თ­ვის ვა­კე­თებ იმას, რი­სიც მჯე­რა, თუმ­ცა არის რა­ღა­ცე­ბი, რი­სი გა­კე­თე­ბაც ხან­და­ხან არ გვინ­და, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცია მო­ითხოვს.

– რამ­დე­ნად აკონ­ტ­რო­ლებ ყვე­ლა იმ მოვ­ლე­ნას, რაც შენს ცხოვ­რე­ბა­ში ხდე­ბა?

– რა თქმა უნ­და, ჩემ გარ­შე­მო მომ­ხ­დარ ყვე­ლა მოვ­ლე­ნას ვა­კონ­ტ­რო­ლებ. რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, იმას მონ­დო­მე­ბით ვა­დევ­ნებ თვალს, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოს კი ყუ­რადღე­ბის მიღ­მა ვტო­ვებ.

– სა­სა­დი­ლოდ ნაც­ნო­ბებ­თან ერ­თად წახ­ვე­დი. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, შე­ნი ახ­ლო მე­გობ­რის უსა­მარ­თ­ლოდ გაკ­რი­ტი­კე­ბა და­იწყეს. რო­გორ მო­იქ­ცე­ვი?

– აუცი­ლებ­ლად, ყვე­ლას “მო­ვა­კე­ტი­ნებ”, ვინც ჩემს ახ­ლო­ბელს ცუ­დად შე­ე­ხე­ბა. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ლან­ძღ­ვის უფ­ლე­ბას არა­ვის მივ­ცემ.

– და­არ­ღ­ვევ­დი თუ არა კა­ნონს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად?

– გა­აჩ­ნია, თუ ეს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლეს ეხე­ბა, ცხა­დია, კა­ნონს და­ვარ­ღ­ვევ. მის გა­მო შე­იძ­ლე­ბა თა­ვიც კი გავ­წი­რო.

– რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­გან?

– ალ­ბათ, არაფ­რით… მეც ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი ვარ. უბ­რა­ლოდ, ყვე­ლას თა­ვი­სი საქ­მე და ცხოვ­რე­ბა აქვს. ერ­თა­დერ­თი, სხვე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ცო­ტა­თი ცნო­ბი­ლი ვარ. ამას ქედ­მაღ­ლო­ბა არ მა­ლა­პა­რა­კებს.

– გა­იხ­სე­ნე ის, რა­ზეც ოდეს­ღაც ოც­ნე­ბობ­დი და არ გა­გი­კე­თე­ბია.

– ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ზე ვოც­ნე­ბობ და მინ­და, ყვე­ლა ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად ვაქ­ციო. კა­რი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, უამ­რა­ვი გეგ­მა მაქვს. მინ­და, გრან­დი­ო­ზუ­ლი სო­ლო კონ­ცერ­ტი გავ­მარ­თო, კარ­გი სიმ­ღე­რე­ბი ჩავ­წე­რო. ამ ყვე­ლა­ფერს აუცი­ლებ­ლად მო­ვა­ბამ თავს, უბ­რა­ლოდ, დრო მჭირ­დე­ბა. იმედს არ ვკარ­გავ. ჯერ ყვე­ლა­ფე­რი წინ მაქვს.

– სა­მუ­და­მოდ სხვა ქვე­ყა­ნა­ში წას­ვ­ლა რომ შე­მოგ­თა­ვა­ზონ, ამ წი­ნა­და­დე­ბას რა შემ­თხ­ვე­ვა­ში და­თან­ხ­მ­დე­ბი?

– სხვა ქვე­ყა­ნა­ში რა­ღაც პე­რი­ო­დით წა­ვი­დო­დი. მაქ­სი­მუმ, ალ­ბათ ერ­თი თვით. უფ­რო მე­ტი დრო­ით რომ წა­ვი­დე, ალ­ბათ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა უნ­და მი­ვი­ღო. ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ქარ­თ­ვე­ლო მიყ­ვარს და სხვა­გან ვერ ვიცხოვ­რებ. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ვყო­ფილ­ვარ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა, მაგ­რამ სამ­შობ­ლო ყვე­ლა­ფერს მირ­ჩევ­ნია.

– რო­ცა ლიფ­ტის ღი­ლაკს ნერ­ვი­უ­ლად, რამ­დენ­ჯერ­მე აჭერ ხელს, მარ­თ­ლა გჯე­რა, რომ ლიფ­ტი ასე უფ­რო სწრა­ფად მო­ვა?

– ეს ალ­ბათ, ნევ­რო­ზუ­ლი ფო­ნია (ი­ცი­ნის). ლო­დინს ვერც მე ვი­ტან.

– რო­მელს ისურ­ვებ: იყო უბე­დუ­რი გე­ნი­ო­სი თუ ბედ­ნი­ე­რი სუ­ლე­ლი?

– ნამ­დ­ვი­ლად არ მინ­და, უბე­დუ­რი გე­ნი­ო­სი ან ბედ­ნი­ე­რი სუ­ლე­ლი ვი­ყო. ვარ ის, ვინც ვარ და ამით ბედ­ნი­ე­რი გახ­ლა­ვართ.

– ისურ­ვებ­დი ისე­თი­ვე მე­გო­ბარს, რო­გო­რიც თა­ვად ხარ?

– ნამ­დ­ვი­ლად ვი­სურ­ვებ­დი ჩემ­ნა­ირ მე­გო­ბარს. თუმ­ცა ბევ­რად უკე­თე­სი მე­გობ­რე­ბიც მყავს – აი, ისე­თე­ბი, რომ­ლებ­საც ცხოვ­რე­ბას ვან­დობ. ოღონდ, ცხა­დია, ასე­თე­ბი თით­ზე ჩა­მო­სათ­ვ­ლე­ლები არი­ან. ლხინ­ში ყვე­ლა კარ­გი ვართ, მაგ­რამ გა­ჭირ­ვე­ბა­ში თუ ჩა­ვარ­დე­ბი, აღ­მო­ა­ჩენ, რომ ვი­ღა­ცე­ბი უკან იხე­ვენ. მე ძა­ლი­ან ერ­თ­გუ­ლი ვარ, ეს თვი­სე­ბა კი მე­გობ­რო­ბა­ში აუცი­ლე­ბე­ლია.

– ყვე­ლა­ზე მე­ტად, რის გა­მო ხარ სამ­ყა­რო­სად­მი მად­ლი­ე­რი?

– სამ­ყა­რო­სად­მი მად­ლი­ე­რი ვარ იმის გა­მო, რომ მყავს შვი­ლი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რივი მე­უღ­ლე, დე­და… მად­ლო­ბე­ლი ვარ იმით, რომ მო­ვევ­ლი­ნე ამ ქვე­ყა­ნას და გვერ­დით მყავს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ამის­თ­ვის უფალს მად­ლო­ბა.

– რო­მელს აირ­ჩევ – ძვე­ლი მო­გო­ნე­ბის წაშ­ლას თუ ახ­ლის მო­პო­ვე­ბას?

– არა­ნა­ირ მო­გო­ნე­ბას არ წავ­შ­ლი­დი. ყვე­ლა მო­გო­ნე­ბა ჩე­მი ცხოვ­რე­ბაა… ახა­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი კი მინ­და, ბევ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო იყოს.

– შე­საძ­ლე­ბე­ლია სი­მარ­თ­ლის გა­გე­ბა ბრძო­ლის გა­რე­შე?

– გა­აჩ­ნია შემ­თხ­ვე­ვას, სი­ტუ­ა­ცი­ას… ისე, სი­მარ­თ­ლეს ბრძო­ლა არ სჭირ­დე­ბა. ის არა­სო­დეს იმა­ლე­ბა, ად­რე თუ გვი­ან ყვე­ლა­ფერს აეხ­დე­ბა ფარ­და.

– გახ­სოვს, და­ახ­ლო­ე­ბით 5 წლის წინ რა­ზე იყა­ვი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი? ახ­ლა აქვს ამას სა­ერ­თოდ რა­ი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა?

– 5 წლის წინ კი არა, გუ­შინ რა­ზე გავ­ბ­რაზ­დი, ის არ მახ­სოვს. ვცდი­ლობ, ცუ­დი რა­ღა­ცე­ბი არ და­ვი­მახ­სოვ­რო.

– რა არის შე­ნი ბავ­შ­ვო­ბის ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი მო­გო­ნე­ბა?

– ბავ­შ­ვო­ბი­დან ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი და ტკბი­ლი რა­ღა­ც მაქვს მო­სა­გო­ნა­რი.

– თუ ჯერ კი­დევ არაფ­რის­თ­ვის მი­გიღ­წე­ვია, და­სა­კარ­გიც არა­ფე­რი გაქვს. ასეა?

– ვფიქ­რობ, რომ ადა­მი­ან­ი კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის­კენ უნ­და ის­წ­რაფ­ოდესს და მიღ­წე­უ­ლით არ დაკ­მა­ყო­ფილ­დეს. ვცდი­ლობ, მი­ზანს ყო­ველ­თ­ვის მი­ვაღ­წიო. ვგეგ­მავ იმას, რა­საც შე­იძ­ლე­ბა რე­ა­ლუ­რი ეწო­დოს.

– გქო­ნი­ათ თუ არა შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა ვინ­მეს­თან მთე­ლი დღე სრუ­ლი­ად უხ­მოდ გა­ა­ტა­რეთ და შემ­დეგ მიხ­ვ­დით, რომ ეს სა­უ­კე­თე­სო სა­უ­ბა­რი იყო თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

– კი, მქო­ნია ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო უხ­მოდ სა­უ­ბა­რია.

– ახ­ლა წინ მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი რომ და­გიწყონ და გითხ­რან, ეს აიღე, მაგ­რამ შე­ნი საქ­მე უნ­და მი­ა­ტო­ვოო, რო­გორ მო­იქ­ცე­ვი?

– ავი­ღებ­დი მი­ლი­ონს და ძა­ლი­ან ბევრ კარგ საქ­მე­საც გა­ვა­კე­თებ­დი.

– გა­ყიდ­დი ცხოვ­რე­ბის 10 წელს მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა­ზე?

– ნამ­დ­ვი­ლად არ გავ­ყიდ­დი. მე არ ვი­ცი, ხვალ რა მე­ლო­დე­ბა. მთა­ვა­რია, ჯან­მ­რ­თე­ლი ვი­ყო. მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა არა­ფე­რია, თუ ჯან­მ­რ­თე­ლი არ ვიქ­ნე­ბი და ირ­გ­ვ­ლივ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ მე­ყო­ლე­ბა. ჩე­მი ცხოვ­რე­ბის არც ერთ წუთს არა­ფერ­ში არ გავ­ც­ვ­ლი.

– თუ ჩვენ შეც­დო­მებ­ზე ვსწავ­ლობთ, რა­ტომ გვე­ში­ნია მა­თი დაშ­ვე­ბის?

– სწო­რედ იმი­ტომ ვუშ­ვებთ შეც­დო­მებს, რომ შემ­დეგ რა­ღაც ვის­წავ­ლოთ. არ მე­ში­ნია შეც­დო­მე­ბის – ეს სა­ჭი­როა იმის­თ­ვის, რომ რე­ა­ლო­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლოთ.

– ბო­ლოს რო­დის მო­უს­მი­ნე სა­კუ­თარ გუ­ლის­ცე­მას?

– სულ ვუს­მენ ჩემს გუ­ლის­ცე­მას, ახ­ლაც კი…

– რა ან ვინ გიყ­ვარს უფ­რო მე­ტად და ის, რაც ბო­ლოს გა­ა­კე­თე, გა­მო­ხა­ტავ­და სიყ­ვა­რულს?

– სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ფერს სიყ­ვა­რუ­ლით ვა­კე­თებ. ჩემ­თ­ვის სიყ­ვა­რუ­ლი მო­ტი­ვია სა­ი­მი­სოდ, რომ სწო­რად ვიცხოვ­რო. ძა­ლი­ან ბევ­რი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი მყავს და თი­თო­ე­უ­ლი ჩე­მი ქმე­დე­ბა მხო­ლოდ მათ­და­მი სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტავს.

ჟურნალი “გზა”

კომენტარები

სხვა სიახლეები