ცხენზე ამხედრებული მამაკაცი სუპერმარკეტში შეიჭრა და ლუდის ყიდვა გადაწყვიტა (ვიდეო)

მექსიკაში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში უჩვეულო შემთხვევა მოხდა, ცხენზე ამხედრებული მამაკაცი მარკეტში შევიდა და ალკოჰოლური სასმელის ყიდვა გადაწყვიტა.
სოციალურ ქსელში, მოვლენის ამსახველი ვიდეო მასალა გავრცელდა, რომელიც სუპერმარკეტის თანამშრომელმა მობილურით გადაიღო.
მექსიკელ „მხედარს“ მაღაზიის თანამშრომლებმა ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს,თუმცა მამაკაცმა, ვიდრე 6 ქილა ლუდი არ იყიდა, სუპერმარკეტი არ დატოვა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალაქში სადღესასწაულო აღლუმი მიმდინარეობდა, რომელსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი გამოეყო და მაღაზიაში შეიჭრა.

კომენტარები

სხვა სიახლეები