ინგრედიენტები:
რძე – 2 ჭიქა,
მწარე შოკოლადი – 20 გრ,
რძიანი შოკოლადი – 20 გრ,
დარიჩინი – ½ გრ,
ჯანჯაფილი – ½ გრ,
მუსკატის კაკალი – 1 მწიკვი,
ნაღები – 2 ს/კ, კაკაო – გემოვნებით.
მომზადების წესი:
ნაღები ავთქვიფოთ და საყინულეში მოვათავსოთ. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში შევურიოთ და ცეცხლზე დავდგათ, თან ვურიოთ. შემდეგ ჭიქებში ჩავასხათ. ბოლოს ნაღებითა და კაკაოთი მოვრთოთ.