ინგრედიენტები: რძე – 300 მლ; ნაღები – 100 მლ; შავი შოკოლადი – 150 გრ; ვანილი – ½ ჩ.კ; დარიჩინი – 2; მწიკვი შაქარი – გემოვნებით, ზეფირი.
მომზადების წესი: რძე დაბალ ცეცხლზე დავდგათ , ადუღებისთანავე დამტვრეული შოკოლადის ფილა ჩავაყაროთ. ვურიოთ, სანამ შოკოლადი მთლიანად არ გადნება. დავამატოთ ნაღები და ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დავამატოთ შაქარი, დარიჩინი და ვანილი. ჭიქაში ჩავასხათ და ბოლოს ზეფირი მოვაყაროთ.
სხვა სიახლეები