“ცხელება, ღებინება, მუცლის ტკივილი…” – რა სიმპტომები ახასიათებს ბავშვებში გამოვლენილ გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტს

ბოლო დღე­ე­ბია, რაც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მე­დი­კო­სე­ბი ბავ­შვებ­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ჰე­პა­ტი­ტის გავ­რცე­ლე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, და­ა­ვა­დე­ბას მწვა­ვე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ახა­სი­ა­თებს. გავრცელებული ახალი უცნობი ჰეპატიტის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:

„საქართველოში ჯერ არ არის დაფიქსირებული. სამწუხაროდ, დაინფიცირებული ბავშვების: 90% ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია. 10%-14%-ს ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა. ბრიტანეთში უკვე 11 ბავშვს გადაუნერგეს ღვიძლი. ძირითადად 5 წლამდე ბავშვები ინფიცირდებიან.

ეს არ არის A, B, C, D და E ტიპის ვირუსული ჰეპატიტი. სავარაუდოდ, ეს „AAV-2” ადენო ვირუსია, ასევე “F41” ვურუსსაც ვარაუდობენ არაა დადასტურებულ,ი მაგრამ, სავარაუდოდ, დაინფიცირება შეინიშნება შინაურ ძაღლებიდა ვინაიდან თითქმის ყველა ბავშვს ჰქონდა შეხება ძაღლებთან. ეს ინფორმაცია ცირკულირებს სამეცნიერო საზოგადოებაში 2021 წლის ოქტომბრიდან და უკვე 8-9 კვირაა (2022 წლის აპრილის დასაწყისიდან) უფრო გაფართოვდა გეოგრაფიული არეალი და გაიზარდა ინფიცირებულების რაოდენობა, მაგრამ დღემდე ამ ბავშვებში ჰეპატიტის ზუსტი მიზეზი უცნობია.

ჯერჯერობით ინფიცირების რაოდენობა არ არის საგანგაშო, მაგრამ საყურადღებოა. პრაქტიკული რჩევები მშობლებს: არავითარი პანიკა; დააკვირდით ბავშვს, სიყვითლე ხომ არ აღენიშნება კანზე ან თვალებში; მუქი შარდი; ნაცრისფერი განავალი; კანის ქავილი; კუნთების და სახსრების ტკივილი; მაღალი სიცხე; ბავშვი გრძნობს თავს შეუძლოდ. ბავშვი გრძნობს დაღლილობას; მადის დაკარგვა; ტკივილი მუცლის არეში. გირჩევთ, გქონდეთ მუდმივი კავშირი თქვენს პედიატრთან.

ხელების ხშირად დაბანა საკმაოდ კარგი პრევენციული მექანიზმია არავინ იცის ბოლომდე დაზუსტებით, საიდან, რატომ ან როგორ ვრცელდება ეს ჰეპატიტი. დადასტურდა, რომ კოვიდ ვაქცინებთან არანაირი კავშირი არ არის, დაინფიცირებული ბავშვები არავაქცინირებულები იყვნენ, “- წერს გიორგი ფხაკაძე.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები