„ცუდი“ საჩუქრების ჩამონათვალი

მამაკაცებს, ზოგადად, უჭირთ სასურველი საჩუქრის შერჩევა იმ ქალბატონისთვის, რომლის კეთილგანწყობის მოპოვებასაც ცდილობენ. სხვათა შორის, წარმატებით შერჩეული საჩუქარი ახარებს და აბედნიერებს როგორც იმას, ვინც ეს საჩუქარი მიიღო, ასევე, თავად გამჩუქებელსაც. არსებობს ცუდი საჩუქრების ჩამონათვალი, რომელიც, უბრალოდ, უნდა დაიმახსოვრო.

ხელსახოცები და პირსახოცები. როგორი ძვირფასიც და ლამაზიც არ უნდა იყოს, მაინც ქმნის უხერხელობას და ვერანაირად იქნება სასურველი. არც ლამაზად შეფუთვა უშველის. შეიძლება, ღიმილით მიიღოს, მაგრამ, არ გაუხარდება.

სხვადასხვა ფორმის, შეფერილობისა და ზომის ჭიქები. სულ რომ გულებითა და ანგელოზებით მორთოთ, მაინც არაფერი გამოვა. დარწმუნებული იყავით, რომ ის ან ოფისში აღმოჩნდება ან აგარაკზე, ან – სანაგვეზე…

ერთი შეხედვით, ფოტოალბომს არა უშავს, მაგრამ, უმრავლესობისთვის ის, უბრალოდ, უსარგებლო ნივთია და მეტი არაფერი. დღეს, მით უმეტეს, გვირჩევნია, ფოტოსურათი კომპიუტერში შევინახოთ, ვიდრე დავბეჭდოთ და ალბომში ჩავაკრათ.

ძალიან, ძალიან ცუდი საჩუქარია წლის სიმბოლოები. ეს სუვენირები ლამაზად მხოლოდ მაღაზიების დახლებზე გამოიყურება. ანუ, დაივიწყეთ!

ნახატები – აქ სერიოზულ სირთულეებთან გვაქვს საქმე: თუ ის ძვირფასია, უხერხულობას უქმნის მას, ვისაც უნდა აჩუქოთ; იაფფასიანი და უბრალო კი, თანაც – უგემოვნო, რაში უნდა გამოიყენოს?!
არავითარი კოსმეტიკა, განსაკუთრებით – ახალგაცნობილი ქალისთვის! არც შამპუნი ვარგა, არც ტანის ლოსიონი, არც დეზოდორანტი, სუნამოს ჩუქებაც კი რთულია, თუ არ იცით, ქალს როგორი არომატი მოსწონს.

წყარო:გურიანიუსი

კომენტარები

სხვა სიახლეები