კავკასიური აფთარი ყაზბეგის ერთ-ერთ სოფელში თეონა დევაძემ შენიშნა და ამ უჩვეულო შეხვედრის შესახებ შთაბეჭდილება სოციალური ქსელების მომხმარებლებს გაუზიარა:
“პირველად ვნახე გვიან ღამე, დაახლოებით წყალადხიდთან ზუსტად ასეთი ცხოველი… მერე მეორედ ორმა მომცრო ზომის ანალოგიურმა ცხოველმა გაირბინა იგივე მიმართულებით….
მერე დავძებნე და ჰქვია კავკასიური აფთარი. ხალხო თქვენც შეგხვდათ?
ნუ მე მესამედ ნახვის სურვილი აღარ მაქვს… თუკი რაიმე ლოცვა ვიცოდი, უცებ გადავიკითხე… ცუდი დასანახი იყო”, – წერს დევაძე.