მომღერალი ლელა წურწუმია კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრობს. მისი თქმით, ხელოვნების სფეროსთვის დაწესებული შეზღუდვების გამო, ცუდად არის, რადგან თავის საქმეს ვერ აკეთებს:
“7 მარტს მქონდა ბოლო კონცერტი და მას შემდეგ პირველად შევიკრიბეთ სარეპეტიციოდ. არ ვიცი, რა რეკომენდაციები დაგვიწესა მთავრობამ, არც ის ვიცი, კონცერტები იქნება თუ არა.
მაგრამ ცუდად ვარ არა მარტო მე, არამედ – ბევრი ჩემი კოლეგა.
ასე მაინც უნდა გავაკეთო ეს, რადგან ცუდად ვარ ჩემი საქმის გარეშე. ლილოს ბაზრობაც კი გახსნილია, მაგრამ ხელოვნება ადამიანის ყველაზე მთავარი საკვებია და ჩვენი სფერო არ უნდა დაიჩაგროს”, – განაცხადა წურწუმიამ.