გვადალუპეს ღვთისმშობლის უნიკალური ხატის შესახებ პირველად 1649 წელს გახდა ცნობილი, თუმცა ითვლება, რომ ის 1531 წელს შეიქმნა. ხატს უამრავი დაუჯერებელი შემთხვევა უკავშირდება. მაგალითად, გასული საუკუნის დასაწყისში ხატის გვერდით, მის სასწაულმოქმედებაში დასარწმუნებლად, ააფეთქეს ბომბი, რომელსაც დამანგრეველი ძალა ჰქონდა. აფეთქების შემდეგ ირგვლივ ყველა ნაგებობა დაზიანდა და ნაწილი განადგურდა კიდეც, მაგრამ ხატს მცირე ნაკაწრიც არსად ჰქონდა.
ადგილობრივი მაცხოვრებლები დიდი ხანია საუბრობენ, რომ ღვთისმშობლის ხატს სასწაულმოქმედი თვისებები ახასიათებს. NASA–მ კი სენსაციური ცნობები გამოაქვეყნა გამოკვლევის შესახებ, რომელიც გვადალუპეს ღვთისმშობლის ხატთან მიმართებაში ჩაატარა.
სენსაციური გამოდგა დასკვნა, რომელიც ხატზე გამოსახული ღვთისმშობლის თვალების ოფთალმოლოგიური ანალიზის შემდეგ გაკეთდა: აღმოჩნდა, რომ სინათლის წყაროს მიახლოების დროს ხატზე გამოსახული თვალის გუგები ვიწროვდება, ხოლო წყაროს დაშორებისას პირიქით, ფართოვდება, როგორც ეს ადამიანის თვალისთვისაა დამახასიათებელი.
ამასთან, სწავლულებმა ცალსახად დაასკვნეს, რომ იმ ტილოს ტემპერატურა, სადაც ხატია გამოსახული, ნებისმიერ დროს შეესაბამება ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმის ტემპერატურას – 36,6 გრადუსს.
არანაკლებ სენსაციურია ცნობა, რომელიც ხატზე გამოსახული სხეულის სტეტოსკოპით მოსმენის შემდეგ გაკეთდა: ისმინება წუთში 115 დარტყმის მქონე პულსი, რაც ზუსტად შეესაბამება დედის წიაღში მყოფი ჩანასახის გულისცემის საშუალო მაჩვენებელს.
NASA-ში დაასკვნეს, რომ საღებავი, რომლლითაც ხატი შეიქმნა, დედამიწაზე სხვაგან არსად გამოუყენებიათ.
ამასთან, სწავლულებმა კიდევ ერთ დეტალს მიაქციეს ყურადღება: მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობლის ხელები სხვადასხვა ფერისაა. ერთი ხელი მეორე ოდნავ მუქია, რაც იმით ახსნეს, რომ ღმერთისთვის ყველა რასა თანაბარია.
კათოლიკურმა ეკლესიამ დიდი ხნის წინ აღიარა, რომ გვადალუპელი ღვთისმშობლის ხატი ხელთუქმნელია. მის საპატივცემულოდ მექსიკაში დიდებული ტაძარი ააგეს, რომელსაც ყოველწლიურად, 14 მილიონი მომლოცველი სტუმრობს.
წყარო:http://progressnews.ge