ცოტნე გამსახურდია: ეს წესიერად მოუ….ნავი მაყვალა კოორდინატორების მოდგმა როგორ ამართლებს იმ უბედური გოგონას მკვლელ ნაძირალას?!

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოთქმულ ცალკეულ მოსაზრებებს ეხმაურება და ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
„ეს წესიერად მოუ….ნავი მაყვალა კოორდინატორების მოდგმა როგორ ამართლებს იმ უბედური გოგონას მკვლელ ნაძირალას?! შერიგებოდა მერე, რა მოხდაო… ხალხი, რომელმაც თანაგრძნობა, ღირსება, სამართალი, სიყვარული არ იცის რა არის… მუდამ ძალის მხარეს არიან: ოჯახშიც, სამსახურშიც, პოლიტიკაშიც. ფეხებზე ჰკიდიათ ადამიანური გრძნობები, პრინციპები, სიმართლე, მორალი (თუმც ხშირად მორალისტობენ). მუდამ ისე იქცევიან, როგორც საქმეს სჭირდება. არა, დიდი კი არაფერი გეგონოთ: მათი დაფხავებული, გაცრეცილი ტყავის ახლო პერსპექტივაში გადარჩენის საქმეს. გრძლევადიან განვითარებაზე ვერ ფიქრობენ, არც იციან რა არის. და ასეთებზე დგას აქ საზოგადოებრივი ბოროტება, უსამართლო და კორუმპირებული სახელმწიფო პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. სწორედ ასეთები მუშაობენ ძირითადად სახელმწიფო უწყებებში თუ საბიუჯეტო ორგანიზაციებში და მზად არიან თვალი დახუჭონ თუ გაამართლონ ყველაფერი, რაც მათ ორ ლუკმა პურს შეუნარჩუნებს თუნდაც ყველა დანარჩენის ხარჯზე. არ ვაჭარბებ, დამერწმუნეთ. იქ სხვანაირი ვერ გაჩერდება. სხვანაირები ან კერძო სექტორში მიდიან ან უცხოეთში, ან სახლში სხედან და მისტირიან საკუთარ ბედს“, -წერს ცოტნე გამსახურდია.

კომენტარები

სხვა სიახლეები