ცოტა რამ “ბითბოქსის” შესახებ (ვიდეო)

“ბითბოქსი” მუსიკალური სახეობაა, რომელშიც შემსრულებლები მხოლოდ პირის, ენის, ხმისა და ზოგჯერ ყელის სწრაფი მოძრაობით გადმოსცემენ სხვადასხვა ხმას. მასში არანაირი მუსიკალური ინსტრუმენტი გამოიყენება. შემსრულებლები საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტის ჟღერადობის იმიტაციას ცდილობენ.

“ბითბოქსი” დაკავშირებულია ჰიპ-ჰოპის კულტურასთან და მის “მეხუთე ელემენტად” მიიჩნევა. თუმცა, “ბითბოქსი” ჰიპ-ჰოპისგან დამოუკიდებლადაც არსებობს. ადრეულ დრამის მოწყობილობებს beatbox – ბითის ყუთს ეძახდნენ. “ბითბოქსერები” ბაძავდნენ მის ხმებს და მათი სახელწოდებაც სწორედ აქედან დამკვიდრდა. მოგვიანებით ეს მიმართულება მეტად კომპლექსური გახდა. “ბითბოქსერებმა” ათასნაირი საკრავის იმიტირება და რამდენიმე ბითის პარალელურად “დაკვრა” ისწავლეს.

ბევრი ცნობილი შემსრულებელი, მათ შორის, პოლ მაკარტნი, “ბითბოქსის” მსგავს ვოკალურ პერკუტირებას ახდენდნენ თავიანთი მუსიკალური ნაწარმოებების შესრულების დროს. მაგალითად, ასეთი მუსიკალური ნაწარმოებებია: პოლ მაკარტნის That Would Be Something (1969);პინკ ფლოიდის Pow R. Toc H. (1967); მაიკლ ჯექსონის Billie Jean, The Girl Is Mine” ჯაზის მომღერლების ელ ჯეროსა და ბობი მაკფერინის ვოკალური შესრულების სტილი და ტექნიკა დღემდე დიდ გავლენას ახდენს “ბითბოქსერებზე”.

თანამედროვე “ბითბოქსის” ისტორიაში დიდი გავლენა იქონია ინტერნეტმა. შეიქმნა სოციალური პლატფორმა ამ მიმდინარეობის შემსრულებლებისთვის, გახდა უფრო მრავალფეროვანი, დაემატა შესრულების სხვადასხვა ელემენტი რითმულობისა და ხმის ეფექტების გაუმჯობესებისთვის. თანამედროვე “ბითბოქსერებში” არტისტიზმის საჭიროება გაჩნდა, რომ გამორჩეულიყვნენ სხვა “ბითბოქსერებისგან” და მეტი ინტერესი გაეჩინათ მაყურებლებში. “ბითბოქსერების” ნაწილმა დიჯეის ინსტრუმენტების გამოყენებაც დაიწყეს.

დღესდღეობით, ყოველ სამ წელში ერთხელ ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი სახელად – Beatbox Battle World Championship (BBBWC) ბერლინში. 2018 წლის BBBWC-ზე, რომელიც 3-5 აგვისტოს ჩატარდა ბერლინში, მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან 180-მა არტისტმა მიიღო მონაწილეობა.

და ბოლოს, ბითბოქსის მოყვარულებისთვის არსებობს საიტი – www.humanbeatbox.com, სადაც შესაძლებელია ბითბოქსის შესახებ ვიდეოების, გაკვეთილების, სტატიების, სხვა ბითბოქსერების ნახვა და ყველანაირი საჭირო ინფორმაციის მიღება.

კომენტარები

სხვა სიახლეები