დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ულამაზეს წყვილად აღიარებული გიორგი ვარდოსანიძე დასალომე ჭაჭუა ერთმანეთს დაშორდა.
დაშორების დეტალებზე არც ერთს არ უსაუბრია, მაგრამ მათი სამეგობროდან პრესისთვის ცნობილი გახდა, რომ სალომე მაინცდამაინც კარგი ხასიათით არ გამოირჩევა, ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ ბევრს ვარჯიშობს, რადგან უნდა, რომ მსოფლიოს 50 საუკეთესო მოცეკვავეს შორის მოხვდეს, რის გამოც სულ გადაღლილი იყო.
ეს ყველაფერი კი წყვილის ურთიერთობაზეც აისახა.
გიორგი ვარდოსანიძეზე ამბობენ, რომ ლამაზმანთა გულის მოგებას კვლავ აგრძელებდა ოჯახის შექმნის შემდეგაც.
ცოტახნის წინ კი გიორგიმ გოგონებთან ერთად ეგვიპტეში გადაღებული ფოტოები ატვირთა ”ფეისბუქზე”, თუმცა უცნობია რა მისიით იმყოფება გიორგი ეგვიპტის ულამაზეს სანაპიროზე.
გიორგისთან ერთად მყოფი გოგონები მსახიობები არ არიან და როგორც ჩანს, მეგობრებმა უბრალოდ გასართობად წასვლა გადაწყვიტეს.
წყარო: რეიტინგი