ზოგჯერ, ფილმის ყურებისას პაუზაზე დაჭერის შედეგად, შეიძლება მონტაჟთან დაკავშირებული მოულოდნელი შეცდომები აღმოაჩინო, რაც საბოლოო ჯამში, ფილმის ხარისხზე, ალბათ, არ მოქმედებს, მაგრამ დაკვირვებული მაყურებლის ღიმილს კი ნამდვილად გამოიწვევს. რას ვიზამთ, რეჟისორები და ოპერატორებიც ხომ ადამიანები არიან, შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს. ჩვენ კი უბრალოდ თვალი გადავავლოთ ამ რიმილისმომგვრელ შეცდომებს.
1. The Usual Suspects: ბრაიან სინგერის მიერ 1995 წელს გადაღებული ფილმი. ერთი კადრიდან მეორეზე გადასვლაში, როგორც ჩანს, თვითმფრინავმა ორი ძრავა დაკარგა.
2. იგივე ფილმში, როგორც ვხედავთ, დარტყმა განხორციელდა მინის ზუსტად შუაში, მომდევნო კადრში კი ამ ადგილმა რატომღაც მარცხნივ გადაინაცვლა.
3. ფილმში Harry Potter and the Chamber of Secrets (2002), დაკვირვებული თვალი ლუციუს მალფოის თეთრი ფერის გრძელი პარიკის ქვეშ ადვილად შეამჩნევს მსახიობის მოკლედ შეჭრილ მუქ თმას.
4. Harry Potter and the Philosopher’s Stone: უცნაურია, მაგრამ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული ნადიმის დროს თავიდან პოტერი მაგიდის მარჯვნივ ზის, ხოლო როცა სუფრაზე კერძები შემოაქვთ, რატომღაც მარცხნივ აღმოჩნდება.
5. Titanic (1997): ხომალდის ჩაძირვის დროს, გემბანის საპირისპირო მხრიდან ჩვენებისას, მთელი რიგი აღჭურვილობა გამქრალია.
6. ისევ ტიტანიკი: შეჩერებულ კადრში ნათლად ჩანს, როგორ მოხვდა როუზის მიერ მოქნეული ნაჯახი ჯეკს ხელზე.
7. ფილმში The Bourne Identity (2002) ჩხუბის დროს საზღვაო ქვეითს ქუდი ძვრება, მომდევნო კადრში კი იგი ისევ თავზე ახურავს.
8. იგივე ფილმში საათი ერთი კადრიდან მეორეში მარცხენადან მარჯვენა მაჯაზე გადადის.
9. Terminator 2: Judgment Day (1991): პოლიციის ერთსა და იმავე მანქანას ნომერი ფილმში რამდენჯემე ეცვლება.
10. Swordfish (2001): მანქანის საზურგის თავი ერთი კადრიდან მეორეში თავისთავად იწევა.
11. The Lord of the Rings: The Return of the King (2003): შრამი ფროდის მარცხენა ლოყიდან მარჯვენაზე გადაინაცვლებს.
12. Terminator 3: Rise of the Machines (2003): ჰიდროპლანი აფრინდება ერთი ნომრით, ფრენას კი განაგრძობს სხვა ნომრით.
13. American Pie (1999): ჭიქა კადრიდან კადრში ფერს იცვლის.
14. Pirates of the Caribbean: The Curse of the Black Pearl (2003): კადრში ფილმის გმირებთან ერთად კარგად ჩანს გადამღები ჯგუფის წევრი თეთრი მოკლესახელოიანი მაისურითა და მზის სათვალით.
15. Commando (1985): პორშე, რომელშიც შვარცნეგერი ზის ძლიერადაა დაზიანებული, მომდევნო კადრში კი სასწაულებრივად სწორდება ყველაფერი.
16. Gladiator (2000): გლადიატორთა ბრძოლის დროს ერთ-ერთი ეტლი გადაბრუნდება. მტვრის გაფანტვის შემდეგ კადრში ნათლად ჩანს გაზის ბალონი.
17. Ocean’s Eleven (2001): ბრედ პიტის ხელში ჭიქა მეორე კადრში თეფშად იქცევა, მომდევნო კადრში კი – ისევ ჭიქად.
18. “ლამაზმანი” – კრუასანი, რომელსაც ჯულია რობერტსის გმირი მიირთმევს, მომდევნო კადრში ოლადით იცვლება.
19. “შიმშილის თამაშები” – მგონი კიტნისი აქ რაღაცას არასწორად აკეთებს…
20. “ვარსკვლავური ომები” – დააკვირდით, ერთ-ერთი ძალიან მაღალია და კარს თავს არტყამს.
21. “ადამიანები შავებში” – ამ კადრზე აშკარად ჩანს აგენტ კეის უსაფრთხოების თოკები.
22. “ბინდი” – ნახეთ, მანქანის საქარე მინაზე ნათლად ჩანს მიკროფონი.
23. “ადამიანი-ობობა” – ამ ეპიზოდში მერი ჯეინს იატაკზე დასხმულ წვენზე დაუცურდება ფეხი, მომდევნო კადრში კი წვენი აღარსად ჩანს.