ცნობილი ფოტოგრაფი, რომელიც ცდილობს დღევანდელი ფსევდოსილამაზის სტერეოტიპები დაამსხვრიოს

ფოტოგრაფი პიტერ ფრიდი დიდი ხნის მანძილზე „ნიუ-იორკ ტაიმსში“ მუშაობდა. იგი ხშირად უღებდა ფოტოებს ცნობილ ადამიანებს, მსახიობებს, მოდელებს, რომელთა სურათებიც შემდეგ პოპულარულ ჟურნალებში, ფილმების აფიშებზე და წიგნების გარეკანზე ქვეყნდებოდა.

ფრიდი ორი გოგონას მამაა და სწორედ მათი აღზრდის დროს გააცნობიერა, თუ როგორ დიდ ზეგავლენას ახდენს ფსევდოსილამაზის უკვე დამკვიდრებული სტანდარტები ახალგაზრდა გოგონებზე.

„მე ჩემმა პროფესიამ მიმახვედრა, რაოდენ შორსაა დღევანდელი ქალის სტატუსი რეალობისგან. სწორედ ამ პრინციპით ვმუშაობ“, – ამბობს პიტერ ფრიდი.

იმისთვის, რომ ეჩვენებინა ქალის ფასი, მან 35 წლიდან 104 წლამდე ასაკის ქალები უმაკიაჟოდ გადაიღო. ყველა მისი სურათი არის შავ-თეთრი.

ფოტოებზე აღბეჭდილი ყველა ქალი წარმატებული ადამიანია. თითოეულმა მათგანმა დაწერა მოკლე ესე საკუთარ თავზე და ღირებულებებზე, მოგვიანებით კი მათი სურათებით და ნაწერებით კრებული გამოიცა. წიგნმა, სახელად „Prime“-მა („აყვავება“) 42,000 ამერიკული დოლარი მოიტანა. იხილეთ პიტერ ფრიდის გადაღებული სურათები:

29187-ynwb1c

29187-1kozayf

29187-7nz4i8

29187-16wjn6x

29187-a2wm5b

კომენტარები

სხვა სიახლეები