ტიტების ცნობილი პარკი ჰოლანდიაში, პანდემიის გამო, ყვავილობას ადამიანების გარეშე პირველად ხვდება (ფოტო)

კიოკენჰოფი – ნაციონალური სამეფო პარკი ნიდერლანდებში, რომელსაც “ევროპის ბაღსაც” უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ულამაზესი პარკი ყვავილობას 71 წლის განმავლობაში პირველად ვიზიტორების გარეშე ხვდება და ეს არსებული პანდემიით არის გამოწვეული.

პარკი ტიტების უდიდესი პლანტაციებით არის ცნობილი, ასევე, ყოველწლიური ყვავილების გამოფენით შეიძლება საუკეთესო შთაბეჭდილებების შექმნა. ყვავილობის პერიოდში პარკს მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს.

ბაღი გაშენებულია 32 ჰექტარის ფართობზე და ქალაქ ლისესთან ახლოს მდებარეობს, ჰააგასა და ამსტერდამს შორის. ბაღში 100 სახეობის 4,5 მილიონ ტიტას შეხვდებით. პარკის ტერიტორიაზე სამ ორანჟერიეს მოინახულებთ: ერთ-ერთ მათგანში ნარცისები და ტიტები ყვავის, მეორეში – ორქიდეები, მესამეში კი – ვარდები.

პარკი ცნობილმა ჰოლანდიელმა ლანდშაფტის არქიტექტორებმა დააპროექტეს 1940 წელს. ყვავილების პირველი გამოფენა 1949 წელს ჩატარდა. ევროპის ბარში მრავალ ტბას, რუს, ნაკადულს, ჩანჩქერსა თუ შადრევანს შეხვდებით. აქ მუშაობს კაფეები და რესტორნები, ასევე, სუვენირებისა და ყვავილების დახლებითაც გაირთობთ თავს, სადაც შეძლებთ ტიტებისა და სხვა მცენარეების ბოლქვების შეძენას.

ყოველი წლის აპრილის მიწურულს ბაღში ტარდება ყვავილების გამოფენა — Bloemencorso Bollenstreek. ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის პარკი მარტის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდეა ღია.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები