ცნობილი თურქი მსახიობების სიყვარულის ისტორია

ყველასათვის საყვარელმა და ცნობილმა თურქმა მსახიობებმა – ჰალიტ ერგენსმა და ბერგუზალ კორელმა ერთმანეთი სერიალ “1001” ღამეში აღმოაჩინეს, თუმცა მათი ისტორიაც სერიალის გმირებივით მარტივი არ ყოფილა.
ამბობენ, რომ ბერგუზალ კორელი ძალიან ჰგავს მის გმირს შეჰერაზადას. თუმცა მასზე ბევრი არაფერია ცნობილი, რადგანაც მსახიობს არ უყვარს ჟურნალისტებთან თანამშრომლობა და, შესაბამისად, ის საზოგადოების ფართო მასებთან თავის ცხოვრებაზე არ საუბრობს.
ჰალიტი და კორელი ერთ-ერთ სამაგალითო წყვილად ითვლება და მათი სიყვარულის ისტორიაც მეტად იდუმალია, რაც ინტერესს ამძაფრებს. როგორც ცნობილია, ჰალიტის მამა ბევრჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში, რამაც ძალიან იმოქმედა თავად ჰალიტიზე და ამიტომ ეშინოდა, მამის გზას არ გაჰყოლოდა. თუმცა ბერგუზალის გაცნობის შემდეგ ის ძალიან შეიცვალა და, როგორც თვითონ ამბობს, მის მეორე ნახევარს მის გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია და მათი შეხვედრაც ბედისწერა იყო.

11422712_1100173150012088_1724275586_n

კომენტარები

სხვა სიახლეები