ფობია გარკვეულ ვითარებაში წარმოქმნილი კონკრეტული შინაარსის შიშია. ეს შეგრძნება თითქმის ყველა ადამიანისთვის ნაცნობია, თუმცა სრულიად განსხვავებულია აკვიატებული შიში, რომლისთვისაც რაიმე ობიექტური ახსნის პოვნა ძალიან რთულია. ექიმების ნაწილი მიიჩნევს, რომ დღეს მსოფლიოში 450-ზე მეტი ტიპის ფობიაა გავრცელებული, თუმცა რეალურად ის იმდენი სახის შეიძლება იყოს რამდენი ადამიანიცაა დედამიწაზე, ამაში კი, ყველაზე უჩვეულო ფობიების სიაც დაგარწმუნებთ, რომელთა “მსხვერპლნიც” ჩვენი საყვარელი ცნობილი ვარსკვლავებიც აღმოჩნდნენ.
ამერიკელ ტელეწამყვანს საღეჭი რეზინების შიში აქვს და ეს ფობია იმდენად ძლიერია, რომ იმ შენობაში სადაც გადაცემის ჩაწერა მიმდინარეობს მისი შეტანა დაუშვებელია. როგორც ირკვევა, ოპრა იმ ჭურჭელსაც კი ყრის, რომელზეც სტუმრები საღეჭ რეზინს დატოვებენ.
მსახიობს გოჭების ეშინია, როგორც ცნობილია Kingdom of Heaven-ის გადაღებებზე მსახიობი პანიკაში ჩავარდა სწორედ მისი ხილვის გამო.
ამერიკელ ვარსკვლავს დელფინების ფობია აქვს, როგორც People-თან ინტერვიუში აღნიშნა, მას ხშირად ესიზმრება თითქოს უზარმაზარ აუზში დელფინების გარემოცვაში ხვდება და ეს კოშმარად ექცევა ხოლმე.
4)ნიკოლ კიდმანი
როგორც აღმოჩნდა, მსახიობს ოდნავადაც არ ეშინია ქვეწარმავლებისა და ობობების, თუმცა ეშინია პეპლების.
5) მეთიუ მაკონაჰი
მსახიობისთვის ე.წ. ტრიალა კართან მიახლოებაც კი შიშისმომგვრელია.
6)კიანუ რივზი
ყველასთვის საყვარელ მსახიობს სიბნელის შიში აქვს და ამ ფობიას ასაკმაც ვერაფერი დააკლო.
მსახიობს კარის სახელურების ეშინია და მათ ხელს არ კიდებს, საბედნიეროდ, ცხოვრების ამ ეტაპზე მისთვის ეს ფობია პრობლემას არ წარმოადგენს..
8)მეგან ფოქსი
მსახიობს ქაღალდის ეშინია და ამ ფობიის შესახებ ჯიმი ფელონის შოუშიც ისაუბრა, “ამის ატანა უბრალოდ არ შემიძლია. ხელნაწერებს, ჟურნალებს ან ნებისმიერ რამეს, რაც ლამინირებული არ არის, ვერც კი ვეხები,” – აღნიშნა მან.
მომღერალს ესკალატორების ეშინია და მათ ყოველთვის თავს არიდებს, მისი ფობიის მიზეზი უცნობია.
ცნობილ მსახიობს ტანსაცმლის საკიდების ფობია აქვს, რადგან არ მოსწონს მათი ხმა როცა ტანსაცმელს ჰკიდებს, შესაბამისად, ურჩევნია ტანსაცმელი უბრალოდ ერთმანეთზე დააწყოს.
წყარო:http://www.okmagazine.ge