პოპულარული სატელევიზიო შოუს თაყვანისცემლებისთვის სასიხარული ინფორმაცია გახდა ცნობილი. მერვე სეზონის დაწყებამდე სულ ცოტა დრო დარჩა.
არხ НВО-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელის კეისი ბლოისის განცხადებით მერვე და ამასთანავე „სამეფო კარის თამაშების“ უკანასკნელი სეზონი 2019 წლის პირველ ნახევარში გამოვა. პრემიერის ზუსტი დრო მან არ დაასახელა, თუმცა ამ ფინალური სეზონი არა უგვიანეს მომავალი წლის ივნისში გამოვა.
ასევე ბლოისმა არ ისაუბრა მერვე სეზონის დეტალებზე, მხოლოდ ის გაანდო გულშემატკივრებს, რომ სერიალი იქნება შესანიშნავი. ამასთანავე მან განაცხადა, რომ არხი „სამეფო თამაშების“ სპინ-ოფის გადაღებას 2019 წლის დასაწყისში დაიწყებს. ახლა სტუდია საპილოტო სერიისთვის რეჟისორს ეძებს, რომლის სცენარიც ჯეინ გოლდენმა დაწერა. ბოისის თქმით, ამ ეტაპზე HBO თავსი ცნობილი ფრანშიზის მხოლოდ ერთი განშტოების გადაღებას აპირებს.