ცნობილი გახდა, რა იდო ცისფერ ყუთში, რომელიც მელანიამ მიშელს გადასცა და იმ დღის ყველაზე უხერხულ მომენტად იქცა

მელანია ტრამპის გადაწყვეტილება, მისი ქმრის ინაუგურაციის დღეს მიშელ ობამასთვის საჩუქარი გადაეცა, დღის ყველაზე უხერხულ მომენტად იქცა.

აშშ-ის ყოფილმა პირველმა ლედიმ 1 წლის შემდეგ პირველად გაამჟღავნა, რა იდო ცისფერ ყუთში, რომელიც მან მელანიასგან მიიღო. მისი თქმით, საჩუქრის მიღებას არ ელოდა.

“ყუთში ძალიან ლამაზი ჩარჩო იდო”, – განაცხადა ობამამ ელენ დეჯენერესთან ინტერვიუში.

ინაუგურაციის დღეს, როდესაც ბარაკ და მიშელ ობამები ტრამპებს თეთრი სახლის შესასვლელთან დახვდნენ, მელანიამ მიშელს ცისფერი ყუთი გადასცა, ამან კი ობამა იმდენად დააბნია, რომ ვერ მიხვდა,
სად უნდა წაეღო საჩუქარი და დაიწყო ადგილის ძებნა, სადაც შეიძლებოდა ყუთი დაედო.

“აბსოლუტურად ყველაფერი პროტოკოლით არის გაწერილი. გეუბნებიან, რა უნდა გააკეთო, სად უნდა დადგე… საჩუქარი კი პროტოკოლით გათვალისწინებული არ იყო და როდესაც ყუთი გადმომცა, ვერ მივხვდი, სად უნდა დამედო. არავინ მოვიდა ჩემთან საჩუქრის გამოსართმევად. ვფიქრობდი – ფოტოგადაღების დროს უნდა მეჭიროს ხელში ყუთი? საბოლოოდ, ქმარმა გადამარჩინა – გამომართვა საჩუქარი და შიგნით შეიტანა”, – ჰყვება მიშელი.

წყარო:/www.palitravideo.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები