ცნობილი ადამიანების უცნობი მეორე ნახევრები

ცნობილი ადამიანების მეორე ნახევრები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევენ, თუმცა საჯაროდ აქტიურად არასდროს ჩნდებიან. AMBEBI.GE მათ შესახებ გიამბობთ.

სოსო ჯაჭვლიანი
სოსო ჯაჭვლიანის მეუღლე ირმა ფირცხალაიშვილია. სოსო ჯაჭვლიანი რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის ტრიბუნაზე გამოტყდა, რომ ის ყველაზე ერთგული ქმარია, რომელიც არასოდეს ყოფილა იბიარდებზე. ერთგული ქმრის მეუღლეს საზოგადოება ფაქტიურად საერთოდ არ იცნობს. უცნობია რას საქმიანობს და რა განათლება აქვს.



ალექსანდრე ჭიკაიძე

ალექსანდრე ჭიკაიძის მეუღლე ნათია ოკრიბელაშვილია. შს ყოფილი მინისტრი მეუღლესთან ერთად არსად არ ჩნდება. ჭიკაიძემ მომავალი მეუღლე მცხეთის პოლიციაში გაიცნო, ცოტა ხანში კი ცოლად მოიყვანა. ნათია ოკრიბელაშვილი თავადაც იურისტია. ალექსანდრე ჭიკაიძეს და ნათია ოკრიბელაშვილს სამი შვილი ჰყავს, ანასტასია, გივიკო და ნიკოლოზი.

თიკა ფაცაცია
მომღერალ თიკა ფაცაციას მეუღლის გარშემო ინტერესი არ ნელდება. ფაცაციას მეუღლე დავით ანთელიძეა, ის ბიზნესმენია. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია, თუმცა მათი ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს როცა მის შესახებ საუბრობენ, ამიტომ საჯარო ადგილებში გამოჩენას ყოველთვის ერიდება.

ნინო კობახიძე
მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილის, ნინო კობახიძის მეუღლე იოსებ დუდუჩავაა. როგორც ნინო კობახიძის მიერ 2014 წელს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა დუდუჩავა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორ-ასისტენტის თანამდებობაზე მუშაობდა. იოსებ დუდუჩავას გლამურულ წრეებში კარგად იცნობენ, ის ხშირად სტუმრობს სხვადასხვა ღონისძიებებს, მეგობრობს თბილისში ყველაზე სასურველ სასიძოსთან გენო მალაზონიასთან. იოსებ დუდუჩავას და ნინო კობახიძეს 2 წლის ნიკოლოზი ჰყავთ. პირველი ქორწინებიდან კი ორივეს ჰყავს შვილი.

მანანა მაჯგალაძე
ჟურნალისტის და ყოფილი პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის მეუღლე ზურაბ ოშხნელია. ზურაბ ოშხნელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრის დაამარსებელი და ხელმძღვანელია. სასწავლო ცენტრი 1989 წელს დაარსდა. წლების განმავლობაში სახელი რამდენჯერმე შეეცვალა. თუმცა სწავლების ხარისხი და მიზნები ყოველთვის უცვლელი რჩებოდა. მანანა მანჯგალაძეს და ზურაბ ოშხნელს ქალიშვილი ლიზა ჰყავთ.

.

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები