გთავაზობთ ცნობილი ვარსკვლავების გამონათქვამებს, სხვადასხვა დროს მიცემული ინტერვიუებიდან, რომლის დროსაც მკითხველში ან მსმენელში მათი ტუტუცური, ბრიყვული ფრაზები მხოლოდ ღიმილს და გაოცებას იწვევს და მათ”მაღალ ინტელექტზე” მიუთითებს.
2003 წლიდან კი დაწესდა პრიზი ცნობილი ადამიანებისთვის – “საყოველთაო მსოფლიო პრემია სულელური გამონათქვამისთვის”.პრემიის სპონსორი კომედიური ფესტივალი „Just for Laughs“-ია. საინტერესოა, რომ ხმის მიცემა პლანეტის ნებისმიერ მცხოვრებს შეუძლია.
ქრისტინა აგილერა: „წელს სად იმართება კანის ფესტივალი?”
ბრიტნი სპირსი: “მე ხშირად მიწევს მოგზაურობა ოკეანეს იქით, მაგალითად, კანადაში…”კიდევ ერთი გამონათქვამი:” მე არასდროს მინდოდა იაპონიაში, იმიტომ რომ მე არ მიყვარს თევზი, არა და ვიცი, რომ იქ, აფრიკაში ძალიან პოპულარულია.
მერაია ქერი: “როცა ამ საცოდავ მოშიმშილე ბავშვებს ვუყურებ ტელევიზიით, ყოველთვის თვალებზე ცრემლი მადგება, მეც მინდა ისეთივე გამხდარი ვიყო, როგორც ისინი, მხოლოდ ამ ბუზების და სიკვდილიანობის გარეშე”.
ჯესიკა სიმპსონი: “მე ანორექსია არ მჭირს (დაავადება, რომლის დროსაც შიმშილს ვერ გრძნობ), იმიტომ რომ ტეხასელი ვარ, გაგიგიათ, ვინმე ტეხასელი რომ ანორექსიით იყოს დაავადებული?”
ტომ კრუზი:” მიყვარს ბავშვები, იმიტომ რომ მეც ერთ დროს ბავშვი ვიყავი”.
არნოლდ შვარცნეიგერი: “ჰომოსექსუალური ქორწინება მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის უნდა იყოს”.
ანა ნიკოლ სმიტი: “მოჩვენება ფეხზე შემომაცოცდა და ჩემთან სექსით დაკავდა, მე მეგონა, რომ ის ჩემი „ბოიფრენდი“ იყო, მაგრამ როცა გავიღვიძე მივხვდი, რომ ის არ იყო”.
დევიდ ბექჰემი: “მე მინდა მოვნათლო ბრუკლინი (დევიდის უფროსი შვილი), მაგრამ ჯერ რელიგიაში ვერ გავერკვიე”.
სელინ დიონი: “როდესაც შენი ნათესავი შენს ხელში კვდება, ეს ღმერთისგან ნაბოძები ყველაზე დიდი საჩუქარია”.
მიშა ბარტონი: “მე მომწონს ჭკვიანი ბიჭები, იმიტომ, რომ მეც მიყვარს ჟურნალების კითხვა”
ვაინონა რაიდერი: “მაშინ ვგრძნობ თავს კარგად, როდესაც ბედნიერი ვარ”..
ლინდა ევანგელისტა: “დიეტაზე არ „ვზივარ“, უბრალოდ იმდენს კი არ ვჭამ, რამდენიც მინდა, არამედ ცოტას”.
გრეგ ნორმანი: “მე მადლიერი ვარ ჩემი მშობლების, განსაკუთრებით დედის და მამის”….
ბრუკ შილდსი: “მოწევა კლავს და თუ მოკლული ხართ, თქვენ მაშინ დაკარგეთ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი”.
სტივენ სიგალი: “მთელი მსოფლიოს ხალხები სულიერ ლიდერად მიმიჩნევენ”.