ცნობილების ამ დრომდე უცნობი ფოტოები (ფოტოკოლაჟი)

ამ ფოტოებზე წარმოდგენილი ცნობილი ადამიანები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გარემოებასა და უჩვეულო სიტუაციაში არიან დაფიქსირებული. ეს სურათები მათ მეორე მხრიდან დაგანახებთ, რომელიც მოკლებულია ჩვეულ ბრწყინვალებასა და ექსკლუზიურობას. თითოეულ ამ ფოტოს თავისი ისტორია აქვს.

1. მარლენ დიტრიხი კონსტანტინ პაუსტოვსკის ხელზე კოცნის. 1963 წელი. მსახიობმა ახალგაზრდობაში მწერლის მიერ დაწერილი „ტელეგრაფი“ წაიკითხა, რის შემდეგაც ბავშვობის ოცნებად ჰქონდა, ეკოცნა იმ ხელისთვის, რომელმაც ეს ნაწარმოები შექმნა.

1

2. კვენტინ ტარანტინო ბორის პასტერნაკის საფლავზე, მისი ბავშვობის ლიტარატურულ კუმირთან. 2004 წელი.

2

3. სალვადორ დალი შინაურ ჭიანჭველაჭამიასთან ერთად გამოდის მეტროდან. 1969 წელი. ცოტამ თუ იცის, რომ ექსცენტრიკულ მხატვარს ასეთი უცნაური „შინაური ცხოველი“ ჰყავდა. დალი ხშირად ასეირნებდა პარიზის ქუჩებში თავის ეგზოტიკურ მეგობარს.  მხარზე შემოსმული ჭიანჭველაჭამიას თანხლებით, სალვადორ დალი ხშირად ჩნდებოდა პარიზის პრესტიჟულ მიღებებზეც.

3

4. დევიდ ბოუი საბჭოთა კავშირის მატარებელთან. 1973 წელი. დასავლური კულტურის საკულტო პერსონაჟმა იმ დროისთვის უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა. მთელი საბჭოთა კავშირის გავლით, მოსკოვში ის ჩვეულებრივი მატარებლით გაემგზავრა და კუპეში 18 დღე დაჰყო.

4

5. ალფრედ ჰიჩკოკი. ხელმძღვანელობს ლომის კადრების გადაღებას მისი ღრიალის დროს. ეს სწორედ ის კადრებია, რომელიც კინოსტუდია Metro Goldwyn Mayer-ის (MGM) სავიზიტო ბარათი გახდა. 1958 წელი.

5

6. კულტურისტი შონ კონერი. ფოტო გადაღებულია ბოდიბილდერების კონკურსზე, 1953 წელს.

6

7. რიჩარდ გირი. 1978 წელი. მისი მეგობრის და იმ დროისთვის დამწყები, არავისთვის ნაცნობი მსახიობის ფოტო, ფოტოგრაფმა ჰერბ რიცმა გადაიღო. სურათი გადაღებულია კალიფორნიაში, სადაც მათ ავტომანქანას საბურავი დაეშვა და ამის გამო მათ გზად ავტოგასამართ სადგურზე შეიარეს მის გამოსაცვლელად.

7

8. პაბლო პიკასო აბაზანაში. ფოტო ეკუთვნის დევის დევიდ დუგლასს, მხატვრის უახლოეს მეგობარსა და ერთადერთ ფოტოგრაფს, რომელსაც მხატვარი მისი გადაღების ნებას რთავდა. „შენ იღებ ფოტოებს, მე ვხატავ ნახატებს – ასე გვქონდა ჩვენ საქმე გაყოფილი. ის ჩემთვის არასდროს პოზირებდა, თუმცა არც გაუფუჭებია არცერთი ფოტო, რომელიც მე მას გადავუღე. ის ამას არც მიკრძალავდა“, – წერს ფოტოგრაფი.

8

9. ახალგაზრდა ელიზაბედ ტეილორი ძაღლს აბანავებს.

9

10. არნოლდ შვარცნეგერი ბალეტს ცეკვავს.

10

11. ერნესტ ჰემინგუეი ფეხს ჰკრავს ლითონის ბოთლს.

11

12. 18 წლის მადონა. დეტროიტი. 1976 წელი.

12

13. ახალგაზრდა ლეონარდო დი კაპრიო ჩარლი ჩაპლინს განასახიერებს

13

14. ჩახუტებული ჰოლივუდის ვარსკვლავი მერლინ მონრო და ამერიკის პრეზიდენტი ჯონ კენედი.

14

15. The Beatles. 1957 წელი. 14 წლის ჰარისონი, 16 წლის ლენონი და 15 წლის მაკარტნი.

15

16. ელვის პრესლი ავტოგრაფს ბიჭის თავზე წერს.

16

17. პრინცესა დაიანა და ჯონ ტრავოლტა ცეკვავენ თეთრ სახლში. 1985 წელი.

17

18. ჯონი დეპი და ქეით მოსი.

18

19. ბობ მარლი კონცერტის წინ ფეხბურთს თამაშობს.

19

20. ერნესტო ჩე გევარა ბომბილიას ჩხირით მატეს სვამს.

20

21. კურტ კობეინი დაპატიმრების დროს

21

22. შეხედავ და იფიქრებ, რომ მოხუცი ბებო მაღაზიაში, ან ტყეში სასეირნოდ მიდის. მარა თუ კარგად დააკვირდებით, ის თავად ბრიტანეთის დედოფალია.

8962610-R3L8T8D-650-5SCzP_xxjRA

კომენტარები

სხვა სიახლეები