ციხიდან გაქცევის 11 ყველაზე დაუჯერებელი ისტორია

თავისუფლების შეზღუდვა… ალბათ ადამიანისთვის, როგორც პიროვნებისთვის, უარესი არაფერია. ისტორიამ რამდენიმე შემთხვევა იცის, როდესაც ციხიდან გაქცევა რეალობად იქცა. ჩვენ ამ ისტორიებს გთავაზობთ:
პარქჰიოსრტის ციხე
1955 წელს სამმა პატიმარმა: ენდრიუ როჯერმა, ქეით როუსმა და მეთიუ უილიამსმა ციხიდან გაქცევა შეძლეს. მათ 7-მეტრიანი ფოლადის კიბე და იარაღი გააკეთეს, გასაღები კი ფოტოგრაფიული მეხსიერებით შექმნეს. ასე, მათ საკუთარი გასაღების და კიბის დახმარებით ციხიდან გააღწიეს. ისინი 4 დღის შემდეგ დაიჭირეს. მათ გაფრენა ვერ მოასწრეს.
ფრენკ ებიგნეილი
ფრენკ ებიგნეილს შესახებ, ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად, მთავარ როლში, ფილმიც კი გადაიღეს – „დამიჭირე, თუ შეძლებ“. მას შემდეგ რაც, ფრენკი ციხეში მოხვდა, მცველები დაარწმუნა, რომ ის სახელმწიფოს მიერ მიგზავნილი ჯაშუში იყო. მას ციხის გარეთ მეგობარი ჰყავდა, რომელმაც FBI-ის ფორმაში იყო გადაღებული. ამ ხრიკებმა, ებიგნეილს საშუალებმა მისცა, ციხიდან გამოსულიყო.
ჩოი გაპ ბოკი
50 წლის ჩოი გაპ ბოკ-მა ციხიდან გაქცევა საკუთარი მოქნილობის დახმარებით შეძლო და ფაქტობრივად სარკმლის გისოსებს შორის გაძვრა. წლების განმავლობაში იგი იოგით იყო დაკავებული, რაც მას გაქცევაში დაეხმარა. ის 6 დღეში დაიჭირეს და კამერაში ჩასვეს. სარკმელი საჭმლისთვის იქ უფრო პატარა იყო.
პასკალ პაიეტი
პასკალ პაიეტმა საფრანგეთის 2 ციხიდან შეძლო გაქცევა. ორივეჯერ მან ვერტმფრენი გამოიყენა და 3 პატიმრის გაქცევას შეუწყო ხელი. პირველად იგი ლუნესის ციხიდან 2001 წელს გაიქცა. ხოლო მეორედ, 2007 წელს, გრასის ციხიდან.
ჯეკ შეპარდი
ჯეკ შეპარდმა ჭერში ხვრელი გააკეთა, შემდეგ კი სახურავზე ავიდა და უკვე იქიდან გადმოაგდო თოკი. ახალგაზრდა მამაკაცმა სხვებს თავი უბრალო გამვლელად მოაჩვენა და პოლიციელებს „უთხრა“, სად გაიქცა პატიმარი. ამის შემდეგ კი, მათ დასახმარებლად გაიქცა!
ალკატრასი
1962 წლის 11 და 12 ივნისს, პატიმრებმა – კლარენს ანგლინმა, ჯონ ანგლინმა და ფრენ მორისმა პაპიე მაშესგან თავები გააკეთეს და საკუთარ საწოლებში „ჩადეს“, მცველებს რომ ეფიქრათ, პატიმრებს სძინავთო. ისინი დერეფნით გავიდნენ და გასაბერი ტივის დახმარებით გაქცევა შეძლეს. ამის შემდეგ მათზე არაფერია ცნობილი.
რობერტ დეილ შეპარდი
1994 წელს, რობერტ დეილ შეპარდი სამხრეთ ჩარლსტონში დაიჭირეს. მან გაქცევა კბილის ძაფისგან გაკეთებული თოკის დახმარებით შეძლო. თავისუფლებაზე ის 41 დღის განმავლობაში იყო, და ტყეში ცხოვრობდა.
ალფრედ უეცლერი
მან კონცენტრაციული ბანაკიდან შეძლო გაქცევა. რუდოლფ ვრბასთან ერთად, შეშაში იმალებოდა. იმისთვის, რომ ისინი ძაღლებს არ ეპოვათ, პერიმეტრს ძლიერი თამბაქო დააყარეს. ასე მათ რამდენიმე დღე გაატარეს, შემდეგ კი, ბავშვთა ატლასის დახმარებით საზღვარზე გავიდნენ.
დიტერ დენგლერი
დიტერ დენგლერი გერმანელ-ამერიკელი პილოტი იყო. ვიეტნამის ომის დროს ტყვედ ჩავარდა და ჯუნგლებიდან გაქცევა მოახერხა. ის ეგრევე შეუდგა გაქცევის გეგმის შემუშავებას და სულ მალე მან და 6 პატიმარმა მოახერხეს იარაღის ხელში ჩაგდება, ზედამხედველების ლიკვიდაცია და ჯუნგლებში გაქცევა. საბოლოოდ მან ჯუნგლებში 23 დღე გაატარა.
ელ ჩაპო
ელ ჩაპო–ხოაკინ არქივალდო გუზმან ლოერა მექსიკელი „ნარკოტიკების ბარონი“ იყო, რომელმაც ციხიდან გაქცევა შეძლო… როდესაც ის 18 წუთის განმავლობაში არ გამოჩნდა ვიდეოკამერაზე, მცველებმა აღმოაჩინეს, რომ ის კამერაში აღარ იყო. მას მხოლოდ ტუალეტში და შხაპის მიღების დროს არ უთვალთვალებდნენ. ის შხაპის მისაღებად შევიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
დევიდ სუეთი და რიჩარდ მეთი
დევიდ სუეთი და რიჩარდ მეთი ნიუ-იორკის ციხიდან 2015 წლის 6 ივნისს გაიქცნენ. ისინი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, მაგრამ პრივილეგიულ ციხეში ცხოვრობდნენ, სადაც ჰქონდათ სამზარეულო, ტელევიზორი და სხვა. მათ გაქცევა პატარა დანის საშუალებით შეძლეს, რომელიც ციხის მუშაკებმა გადასცეს. 26 ივნისს, მეთი კანადის საზღვარზე მოკლეს, სუეთი კი, დაიჭირეს. ის გადარჩა.

წყარო:http://news.topvideo.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები