მხოლოდ ილუზიონისტებს როდის შეუძლიათ ჰაერში აორთქლება: როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ზოგიერთ მოხერხებულ პატიმარს არანაკლებ შესწევს უნარი იმისა, რომ თავი დააღწიოს ყველაზე დაცულ ციხესაც კი. მათ მიერ მოფიქრებულ გაქცევის ხერხებსა და მეთოდებს თვით ჰოლივუდის რეჟისორები და სახელგანთქმული სცენარისტებიც კი შეუძლია განაცვიფროს.
1. მექსიკელი ნარკობარონის ელ-ჩაპოს გაქცევა მეხიკოს “ალტიპლანოს” ციხიდან 1, 5-კილომეტრიანი გვირაბით, 2015 წელი
ცნობილი მექსიკელი ნარკობარონი ელ-ჩაპო მეხიკოს ციხიდან 1, 5-კილომეტრიანი გვირაბის მეშვეობით გაიპარა. მიწისქვეშა გვირაბში ჩასასვლელი პოლიციელებმა საშხაპე კაბინის იატაკქვეშ აღმოაჩინეს. გამოძიების მონაცემების მიხედვით, ციხის რომელიღაც თანამშრომელმა ელ-ჩაპოს მიაწოდა “ალტიპლანოს” ციხის ზუსტი გეგმა, რომ პატიმრის მეგობრებს შეძლებოდათ გვირაბის ისე გათხრა, რომ ის ზუსტად იმ საშხაპე კაბინის იატაკზე ამოსულიყო, რომლითაც ელ–ჩაპო სარგებლობდა. გასაოცარია ის, რომ გვირაბი უბრალო თხრილს კი არ წარმოადგენდა, არამედ ის კაპიტალურად იყო გაკეთებული და თქვენ წარმოიდგინეთ, კონდიცირების სისტემითაც კი იყო აღჭურვილი. გვირაბში მოწყობილი იყო რელსი, რომელზეც ვაგონეტად გადაკეთებული მოტოციკლი მოძრაობდა, – ასე თუ ისე, 1, 5 კილომეტრი არც ისე პატარა მანძილია და ცნობილ ნარკობარონს ფეხით სიარულს ხომ არ აკადრებდნენ.
ეს კი ის სახლია, სადაც გვირაბი მთავრდებოდა. აქედან “ალტიპლანოს” ციხემდე ზუსტად 1, 5 კილომეტრია. სულ ცოტაოდენი ხნის წინ ითვლებოდა, რომ ამ ციხიდან გაქცევა შეუძლებელი იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ გაუტეხელი ციხეები არ არსებობს.
2. პირველი გაქცევა კლინტონის ციხიდან ბოლო 150 წლის მანძილზე, აშშ, 2015 წელი
მკვლელობისათვის ბრალდებულმა ორმა მამაკაცმა მოახერხა კლინტონის ოლქში (ნიუ-იორკის შტატი) მდებარე ციხიდან გაქცევა, რომელიც 1865 წელსაა აშენებული. კამერაში, სადაც ბრალდებულები ისხდნენ, ნაპოვნი იქნა ხვრელი, რომლითაც შესაძლებელი იყო ტექნიკურ სართულამდე ასვლა.
გაქცევის ორგანიზებისათვის პატიმრებმა გამოიყენეს ელექტროხელსაწყოები. პოლიციამ გამოარკვია, რომ მათმა მეგობრებმა როგორღაც მოახერხეს ამ ინსტრუმენტების ციხეში შეგზავნა. მათი დახმარებით პატიმრებმა გატეხეს ფოლადის მილები და ქალაქის კანალიზაციის გვირაბამდე მიაღწიეს. იქედან კი თავისუფლებამდე სულ ცოტა მანძილიღა იყო დარჩენილი.
პოლიციელებს თავხედმა პატიმრებმა მხოლოდ ეს გზავნილი დაუტოვეს.
ეს კი გაქცევის ფინალური წერტილია. სწორედ ამ ჭიდან ამოძვრნენ გაქცეულები. ამის შემდეგ ისინი აღარავის უნახავს.
3. გაქცევა “ალკატრასიდან”, 1962 წელი
1962 წლის 11 ივნისს “ალკატრასის” ციხის ისტორიაში დაუჯერებელი ამბავი მოხდა: ციხიდან გაიქცა სამი პატიმარი – ფრენკ მორისი და ძმები-ჯონ და კლარენს ენგლინები. სავარაუდოდ, მათ მოახერხეს სამშვიდობოს გაღწევა, თუმცა ციხის ადმინისტრაცია ირწმუნებოდა, რომ პატიმრებმა ვერ შეძლეს სრუტის გადაცურვა და დაიხრჩვნენ.
გაქცევისათვის მზადება დიდი ხნის განმავლობაში, საგულდაგულოდ მიმდინარეობდა. პატიმრები ცდილობდნენ გაეკეთებინათ გასასვლელი ნესტით დაზიანებულ ბეტონში, რათა საკანალიზაციო გვირაბამდე მიეღწიათ. ამისათვის მათ გამოიყენეს, არც მეტი, არც ნაკლები, თვითნაკეთი ელექტრობურღი, ხოლო მისი ძრავის ხმა რომ არავის გაეგონა, მხოლოდ მაშინ მუშაობდნენ, როცა მეზობლად მდებარე დასასვენებელ დარბაზში მუსიკას უკრავდნენ. ხანგრძლივი შრომის შემდეგ, გვირაბი მზად იყო. პოლიციას რომ მათი არყოფნა გარკვეული დროის მანძილზე არ შეემჩნია და განგაში არ აეტეხა, გაქცეულებმა მათი მსგავსი ფიტულები გააკეთეს მუყაოსაგან და თავიანთ ლოგინებში “ჩააწვინეს”.
გვირაბის დახმარებით, პატიმრებმა წყლის ნაპირს მიაღწიეს, აქ მათ სახელდახელო გასაბერი ნავი შეკრეს რეზინის ლაბადებისაგან და თავისუფლების შესახვედრად გაცურეს. ამის შემდეგ ისინი აღარავის უნახავს.
4. გაქცევა ვოლოგდის კოლონიიდან, 2012 წელი
2012 წლის 22 მარტს ვოლოგდის კოლონიის თავზე მფრინავი ვერტმფრენიდან თოკის კიბე ჩაუშვეს და მკვლელობისათვის ბრალდებული პატიმარი წაიყვანეს, რომელსაც 24 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა გაქცეული მალევე დაიჭირეს პოლიციელების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს. როგორც გაირკვა, ვერტმფრენით გაქცევის ორგანიზება ადგილობრივმა ბიზნესმენმა გააკეთა, რომელსაც პატიმარმა ცოტაოდენი ხნის წინ დაურეკა და თხოვა, მოეწყო ” მაღალი დელეგაციის ვიზიტი” ვერტმფრენით. ბიზნესმენი თუმცა ბოლომდე ვერ ჩასწვდა საქმის არსს, მაგრამ გადაიხადა ვერტმფრენის დასაქირავებლად საჭირო თანხა, შემდეგ კი ბრალდებულის თანამოსაქმეებმა ის მეგობრის ციხიდან გასაპარებლად გამოიყენეს, თუმცა პოლიციამ გაქცეული მალევე უკანვე დააბრუნა.
5. ყველაზე გულუბრყვილო გაქცევა ციხიდან – ჩუტიმალი, მექსიკა, 2011 წელი
ერთ-ერთი პატიმრის ცოლმა, მარიამ, ციხეში ქმართან მორიგი ვიზიტის დროს მას მთელი ჩემოდანი ტანსაცმელი მიუტანა, თუმცა ციხის თანამშრომლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ, როგორი გაჭირვებით მიათრევდა ქალი უკან თითქოსდა დაცარიელებულ ჩემოდანს.
როცა დაცვამ გადაწყვიტა ეს ჩემოდანი შეემოწმებინა, იქ მეტად უცნაური რამ აღმოჩნდა – თუ რა, ამას თქვენ სურათზე ხედავთ.
როგორც ჩანს, საბრალო მარიას კიდევ დიდხანს მოუწევს ქმრის გარეშე ცხოვრება.
6. გაქცევა ყანდაგარის ციხიდან, 2011 წელი, ავღანეთი
თითქმის 500-მა პატიმარმა მოახერხა გაქცევა ყანდაგარის ციხიდან 2011 წელს. ერთ-ერთი დილის შემოწმებისას გაირკვა, რომ 483 პატიმარი ადგილზე არ იმყოფებოდა. გაქცეულებიდან 115 თალიბი იყო, ისინი ტერაქტების მოწყობისა და შეიარაღებული თავდასხმისათვის იყვნენ დაპატიმრებულნი. თავისუფლებაზე გაღწევა პატიმრებმა მოახერხეს ერთ-ერთი კედლის ქვეშ გათხრილი გვირაბით, რომლითაც მათ მიაღწიეს მიწისქვეშა კომუნიკაციებამდე კირიაზებამდე, რომლებიც ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელის დროს იქნა აგებული. სულ გაქცეულებმა გვირაბებით 400 მეტრზე მეტი გაიარეს და ასე გააღწიეს გარეთ.
7. ხანდახან ისეც ხდება, რომ გეგმა იდეალურია, მაგრამ მას რეალიზაცია არ უწერია
აი, ამის ერთ-ერთი მაგალითი. ბრაზილიის რომელიღაც ციხეში სამმა პატიმარმა მოახერხა კედელში ხვრელის გაკეთება, რომლის მეშვეობითაც ისინი გაქცევას გეგმავდნენ. სამწუხაროდ, ხვრელში გაძრომა სამეულიდან პირველმა, ყველაზე ტანსრულმა პატიმარმა მოინდომა, მაგრამ ის თავისუფლებისაკენ მიმავალ შუა გზაზე გაიჭედა. მისი დიდი ღიპი ვერაფრით გაეტია საკმაოდ ვიწრო ხვრელში.
კედელში გაჩხერილის ორი, შედარებით გამხდარი თანამონაწილე კი კამერაში იჯდა და თავზარდაცემული უყურებდა, თუ როგორ იმსხვრეოდა მათი იმედები.
უიღბლო პატიმრის გამოყვანა მხოლოდ პოლიციის ნახევარსაათიანი წვალების შემდეგ გახდა შესაძლებელი.