ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა “ევროპა ნოსტრას” ჯილდო მოიპოვა

დღეს, 21 მაისს ევროკომისიამ და “ევროპა ნოსტრამ” შემოქმედებითი ევროპის პროგრამით დაფინანსებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების – “ევროპული მემკვიდრეობის პრიზის / ევროპა ნოსტრას” ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინეს. აღიარება მოიპოვა 25 ლაურეატმა 16 ქვეყნიდან ნომინაციებში: კონსერვაცია; კვლევა; განსაკუთრებული ღვაწლი; განათლება, სწავლება და ცნობიერების ამაღლება. ინფორმაციას “ევროპა ნოსტრა საქართველოს” ოფიციალური “ფეისბუქგვერდი” ავრცელებს.

წლევანდელ გამარჯვებულთა შორისაა ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტი.

დამოუკიდებელმა ჟიურიმ, რომელიც დაკომპლექტებულია მემკვიდრეობის პროფესიონალებისგან მთელი ევროპიდან, შეისწავლა ორგანიზაციებისა და ინდივიდების მიერ აღდგენილი 149 განაცხადი 34 ქვეყნიდან და შეარჩია გამარჯვებულები.

კომენტარები

სხვა სიახლეები